როგორც კომპანია Mozilla-ს ვიცე პრეზიდენტმა მაიკ შევერმა (Mike Shaver) ნახევრად ოფიცილაურად განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს H264 კოდეკს მის პროდუქტებში. მან ეს HTML5 “video” ტეგის ტესტირების საპასუხოდ განახცხადა, რომელიც კომპანიებმვა YouTube და Vimem წამოიწყო.

კომპანიის შიგნით ჩვენ მივიღეთ განსხვავებული გადაწყვეტილება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს H.264 კოდეკის ლიცენზირების შესაძლებლობა ისე, რომ ის ვრცელდებოდეს მოზილას ტექნოლოგების ყველა მომხმარებელზე, ორგორებიცაა Linux დისტრიბუტივები და მათი მომხმარებლები, ასევე ჩვენი ახლობელი პროქტებისათვის, მაგ. Wikipedia ან კულტურული მონაწილეობის ფონდი (Participatory Culture Foundation).

იმ შემთხვევაშიც თუ ჩვენ გადავიხდიდით 5 მილიონ დოლარს ყოველწლიურად H.264 კოდეკის ლიცენზიაში და ყურადღებას არ მივაქცევდით მთელ რიგ სალიცენზიო გადასახადებს ქსელში კოდირებული კონტენტის გადაცემისათვის, ასევე არ მივაქცევდით ყურადღებას მისი შექმნის უტილიტებს, აღნიშნული პროექტები მაინც ვერ შეძლებდნენ გამოეყენებინათ H.264 კოდეკი.

პასუხად იმაზე თუ რატომ არ შეიძლება H.264 კოდეკის გამოყენება წინასწარ ჩაგმული მხარდაჭერით უკვე მომხმარებლის მხარეზე, მაიკმა უპასუხა, რომ პირველ რიგში, Windows XP, რომელიც აყენია კომპიუტერების 60%-ზე არ უჭერს ამ კოდეკს მხარს, მეორე ის რომ, ღია კოდეკები საშიშია მათი ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, იმიტომ რომ დეკოდერს შეიძლება ახლდეს შეცდომები (უსაფრთხოების პრობლემები) რის გამოც ჰაკერები გამოიყენებენ სპეციალურად შექმნილ ვიდეო რგოლებს მომხმარებლის კომპიუტერის გასატეხად.

ამავდროულად თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის საიტზე გამოქვეყნდა მოწოდება, რომ მხარი დავუჭიროთ HTML5 “video” ტეგში Ogg Theora ფორმატის გამოყენებას YouTube-ზე. კენჭისყრა იხილეთ Google-ის სერვისების განვითარების ცენტრში