8042F015-1A03-4854-838F-2D1AD8660436.jpg

ინტერნეტი გადავსებულია ენერგიის განახლებადი წყაროებით და მათი კონცეფციებით და აი წავაწყდი ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო მოწყობილობას, პორტატიული ქარის გენერატორი Eolice. ის განკუთვნილია ისეთი გარემოსთვის სადაც საეთროდ არ არის ელექტრო დენი, ან თუ არის მიეწოდება არასტაბილურად.  თუმცა მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ალტერნატიული ენერგიის წყაროდ იქ სადაც ელექტრობა პრობლმას არ წარმოადგენს. ვნახოთ მოწყობილობის აღწერა და რამოდენიმე ფოროგრაფია

მთავარი პირობა ქარია – ქარის მიმართულება და სიჩქარე შეიძლება უახლოეს მეტეოროლოგიურ სადგურში შევიტყოთ ან ვისარგებლოთ შესაბამისი ფუნქციებით მოწყობილობაზე.

გენერატორის კორპუსი დამზადებული იქნება ნაშირბადის ბოჭკოებისაგან, ასევე კონსტრუქციაში შედის ალუმინის დეტალებიც. მოწყობილობის სიმაღლე შეიძლება ვცვალოთ ტელესკოპის პრინციპით.

და რა თქმა უნდა ეს გენერატორი შეიძლება დავკეცოთ მისი შემდგომი ტრანსპორტირებისათვის. საბოლოოდ საინტერესო იდეაა, ზომები და კონფიგურაცია არ არის მითითებული პირველწყაროში.

4F46E1A0-D59B-4916-9CA0-F94C01D3936E.jpg

98DF9EBA-94CF-45BD-9723-53EC23B60A33.jpg

F28AE84B-ABD9-4010-AB07-8AD4F988616F.jpg

A610607C-48FC-48D1-B532-5B6BD722774B.jpg

1E0FC801-8F21-4BFF-BE36-5D6CC061E434.jpg