Algiz 7 – დაჯავშნული პლანშეტი

კომპანიამ Handheld US, რომელიც სპეციალიზირდება სამხედრო–ინდუსტრიულ ელექტრონიკაზე, წარმოადგინა ერთ-ერთი ბოლო პროდუქტი – პლანშეტი Algiz 7.

მოდელი პასუხობს MIL-STD-810G სამხედრო სტანდარტს, სეუძლია შეუერთდეს ტექნოლოგია GOBI 2000–ს და გააჩნია ანტენების კომპლექტი, რომლის მეშვეობითაც უკავშირდება GSM ქსელს, 3G–ს და CDMA–ს მიუხედავად იმ სიხშირისა, რომელიც იქნება მოცემულ ადგილზე.

პლანშეტი იწონის 1,1 კგ-ს, აწყობილია Atom Z530–ის ბაზაზე სიხშირით 1,6 გჰც, აღჭურვილია 2 გბ მეხსიერებით და SSD სთორიჯით 64 გბზე. კომუნიკაციის კომპლექტი შეიცავს Wi-Fi 802.11b/g, Bluetooth 2.0. ოპციაში მისაწვდომია 3G–ს მოდული. გარდა ამისა გააჩნია 2–მეგაპიქსელი კამერა, GPS-მიმღები, წყვილი USB–პორტი და ქსელური შემაერთებელი.

პლანშეტის დისპლეი 7–დიუმიანია, გაფართებით 1024х600 პიკსელი.

შეიძლება ითქვას, მთავარი და აღსანიშნავია ის რომ – კომლექტშ შედის ორი აკუმულატორი, რომლებიც მუშაობს პარალელურად. მომუშავე ელემენტის შეცვლა შესაძლებელია მოწყობილობის გამორთვის გარეშე.

მოწყობილობა უძლებს 1,22 მეტრიდან ვარდნას, ასევე მუშაობს ზღვის დონიდან 4,5 კილომეტრზე.

image

image

გამოყენებულია handheld-us.com–ის მასალები