Google China ოფისის წინ განთავსებულ ფირნიშზე ყვავილების განთავსება ძალიან ჰგავს სამგლოვიარო პროცესს

ამერიკული კორპორაცია Google და ამერიკის ნაციონალურ უსაფრთხოებას შორის გამოართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა – გვატყობინებს “ვაშინგტონ პოსტი” ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

ამით კომპანია აპირებს თავი დაიცვას კიბერთავდასხმებისაგან და შპიონაჟისგან.

ნაციონალური უსაფრთხოება ითვლება ყველაზე მძლავრ ელექტრონული თვალთვალის ორგანიზაციად მსოფლიოში, ხოლო Google არის ყველაზე დიდი ინტერნეტ-კომპანია. გიგანტების ალიანსი ორივე მხრისთვის სასარგებლო იქნება. ერთადერთ სიძნელეს წარმოადგენს ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებისა და მომხმარებლების პრივატულობის არათავსებადობა ერთმანეთთან. როგორც ცნობილი გახდა ნაც-უსაფრთხოებას არ ექნება მომხმარებლების პირად ინფორმაციასთან წვდოომა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ Google არ გასცემს მომხმარებლების პირადულ ინფორმაციას.

შეგახსენებთ რომ, 12 იანვარს კომპანიამ განაცხადა რომ განიცადა წინასწარ განზრახული კიბერშეტევა დეკემბრის შუა რიცხვებში, ამიტომაც აპირებს ჩინეთში ბიზნესის შეცვლას, Google თვლის რომ განხორციელებული შეტევა ჩინეთის მთავრობის მიერ იქნა სანქცირებულია. კომპანიის მიერ მოწყობილმა გამოძიებამ აჩვენა რომ ანალოგიურ შეტევას ადგილი ჰქონდა ოცამდე მსხვილი კომპანიის წინააღმდეგაც.

მიმდინარე შეთანხმების მიზეზი შეტევის ორგანიზატორების აღმოჩენა არაა, მათი მოძებნა შეუძლებელია.

მომზადებულია როიტერის მასალებზე დაყრდნობით.