დღეს ბარსელონაში Microsoft-ის პრეს-ივენთზე  სტივ ბალმერმა წარმოადგინა მაიკროსოფტის ახალი პროდუქტი – Windows Phone 7 Series ოპერაციული სისტემა.

ერთნი ამბობდნენ – “რა უგემოვნო დიზაინი აქვს მის ინტერფეისს” , მეორენი “ეს ხომ მართლა მაგარია”. როგორც ყოველთვის შეფასებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მაგრა სრული სერიოზულობით შეიძლება ითქვას, რომ მაიკროსოფტმა შეუძლებელი გააკეთა. მან არა პოლუფაბრიკატი შექმნა, არამედ დასრულებული პროდუქტი. და არ ამარტო პროდუქტი, მან მთელი ინფრასტრუქტურა წარმოადგინა, რომელიც მომავალ OS-ში ინქნება ინტეგრირებული. ამ ინფრასტრუქტურას მაიკროსოფტი წლების განმავლობაში ქმნიდა და ახლა Xbox Live, Zune და მრავალი სხვა სერვისი დაიდებს ბინას თქვენს მობილურ ტელეფონში.

Windows Phone 7

დღეიდან მაიკროსოფტი სერიოზულად გააკონტროლებს Windows Mobile აპარატურის წარმოებას. დაწყებული მისი აპარატული მონაცემებიდან და დამთავრებული სამომხმარებლო ინტერფეისით, რომელიც აუცილებლად იქნება სტანდარტულ ინტერფეისთან თავსებადი. ასე რომ HTC-ის მიერ შექმნილი Sense UI და მსგავსი დამატებები უბრალოდ ვერ იარსებებს.

ასე რომ ჩვენ გველოდება განახლებული Metro ინტერფეისი, მკაცრი შრიფტი, არანაირი 3D და სპეცეფექტები. ინტერფეისი აეწყობა ე. წ. ჰაბებზე (მათ ტაილებსაც უწოდებენ). მოდით განვიხილოთ ინტერფეისი დეტალურად (მადლობა Engadget-ს)

  • Pictures — ეს არა მხოლოდ ფოტოალბომია, ამ ხაბში შეიძლება მეგობრების ფოტოგრაფიების დათვალირება მათი სოციალური ქსელების პროფილებიდან,  ასევე შესაძლებელი იქნება საკუთარი ფოტოების განთავსება ამავე ქსელებში.

image

  • People — ხალხი, რომელთანაც თქვენ გაქვთ ურთიერთობა. ეს ჰაბიც ინტეგრირებულია სოციალურ ქსელბთან, ამიტომაც მათი განახლებები, პროფილის განახლებები და სხვა ინფორმაცია თქვენს ტელეფონში ავტომატურად განახლდება.

image

  • Games — თამაშები – ამ ჰაბში იქნება სრული ინტეგრაცია Xbox Live-თან, რომელიც დიდი ხანია გამოიყენება Xbox სათამაშო კონსოლის მომხმარებლების მიერ, შესაძლებელი იქნება თამაშების შეძენა, მეგობრების მიღწევების ნახვა, ავატარების დაყება და ყველა საშუალებით საკუთარი თავის გამოხატვა.

image

  • Music + Video — ახლა უკვე ნებისმიერ WM7 მოწყობილობა იქნება სრულფასოვანი ფლეერი Zune,  თქვენს განკარგულებაში იქნება მედია-ბიბლიოთეკა და სინქრონიზაცია პერსონალურ კომპიუტერთა.

image

  • Office — ამ ჰაბშჲ იქნება ინტეგრაცია ოფისთან. OneNonte და SharePoint Workspace თქვენს მობილურ ტელეფონში.  Office Mobile გადამუშავდა სპეციალურად  მობილურისათვის და ის ძალიან კომფორტული იქნება მომხმარებლისათვის.

image

  • Marketplace — ერთიანი სერტიფიცირებული პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარი Windows Mobile 7 პროგრამებისა და თამაშებისათვის.

მაიკროსოფტმა უარი თქვა ყველა ძველ ფუნქციონალზზე და შქმნა ახალი სისტემა თავიდან:

  • Marketplace —ერთადერთი ადგილი სადაც შეიძლება ნებისმიერი პროგრამის შეძენა.
  • არ არის Adobe Flash, არის მხოლოდ Silverlight.
  • არ არის მრავალამოცანიანობა მისი კლასიკური გაგებით როგორც წინა ვერსიებში იყო.
  • Zune პროგრამების მხარდაჭერა.
  • სრულფასოვანი ბრაუზერი IE7 Mobile.
  • ყველა WP7 მოწყობილობა იქნება მოცულობითი ეკრანებით აღჭურვილიб
  • სრული ინტეგრაცია Bing-თან.

შეიძლება ითქვას რომ მსგავსი იდეები ახალი არაა და ეს უკვე იყო. მართალია, Motorolla Motoblur, HTC Sense უკვე ქონდათ ინტეგრაცია სოციალურ ქსელებთან.  Apple-მ შექმნა App Store და შესანიშნავი სათამაშო პლატფორმა. თუმცა მაიკროსოფტს აქვს შანსი და ისინი სწორი გზით მიდიან წარმატებისაკენ.

იმაათვის ვინც პრეზენტაციას ვერ მოუსწრო შეუძლია ნახოს ტრანსლაციის ჩანაწერი შემდეგ ბმულზე
www.microsoft.com/presspass/presskits/windowsphone/videoGallery.aspx