ჩემი მოლოდინი გამართლდა და Google-მ უკვე განაცხადა რომ Apple-ის საჩივარს HTC-ის წინააღმდეგ გამოეხმაურა. ამის მიზეზი ის გახდა რომ ამ პატენტების და ზოგადად საჩივარის შინაარსი მასაც შეეხო, კონკრეტულად კი Android პლატფორმას, სანამ ბრძოლა სასამართლოში დაიწყება Google-ის პრეს-მდივანმა განცხადება გააკეთა:

“ჩვენ ამ სასამართლო გარჩევის მონაწილეები არა ვართ, მაგრამ ჩვენ Android ოპ. სისტემის უკან ვდგავართ და მხარს ვუჭერთ პარტნიორებს რომელთა დახმარებითაც მას ვამუშავებთ”

მოსალოდნელი არ იყო, მაგრამ Googe გამოყოფს ფინანსებს და იურისტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ HTC-ის სამართლებრივ დაცვას. თავს დავდებ რომ ერიკ შმიდტის გუნდი იქ იქნება როცა ეს სასამართლო დარბაზამდე მივა. მოკლედ HTC უკვე მუშაობს პასუხზე და ამ დღეებში აუცილებლად ცნობილი გახდება უფრო დეტალური და რა თქმა უნდა უაღრესად საინტერესო ინფორმაცია ამ პროცესის შესახებ.

მე კი პირადად მომხრე ვარ რომ HTC გაამართლონ. იმიტომ რომ ტექნოლოგიები ყველასია, ხოლო ვინ უფრო კარგად გააკეთებს ამას ხალხმა გადაწყვიტოს და შეიძინოს ის სმარტფონი რომელიც უკეთესი იქნება ნამდვილად.