ბრაუზერის არჩევის თავისუფლება Microsoft – საგან.

Microsoft

კომპანია Microsoft-ი იუწყება რომ 1 მარტიდან windows ოპერაციული სისტემის მომხმარებლებს მსოფლიოში პოპულარული 12 ინტერნეტ ბროუზერიდან დამოუკიდებლად შეეძლებათ სასურველი ინტერნეტ მეგზურის არჩევა. ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე კომპანია იძულებული გახდა მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ე.წ. “საარჩევნო ყუთი“, რადგანაც მომხმარებლისათვის ინტერნეტ ექსპლორერის წინდაწინ შემოთავაზება იყო არასამართლიანი და ბრაუზერების ბაზარზე იწვევდა უკონკურენტობას. ამ ნაბიჯით კი საკმაოდ მარტივდება ალტერნატიული ბრაუზერის შერჩევა.

“მილიონობით ევროპელი მომხმარებლისთვის ეს იქნება სასარგებლო გადაწყვეტილება, რადგანაც ისინი თავისუფალნი იქნებიან სასურველი ინტერნეტ მეგზურის შერჩევაში”, განაცხადა აღნიშნულ საკითხში ევროკომისიის საგანგებო რწმუნებულმა ნელი კროესმა. მისივე სიტყვებით, ეს გადაწყვეტილება ბრაუზერების ბაზარზე ერთგვარად აამაღლებს კონკურენტუნარიანობას, რაც თავის მხრივ მწარმოებლებს კიდევ უფრო მეტად გაუხსნის გზას დახვეწონ და გაუმჯობესონ პროდუქტი. “ახალი წესები” ძალაში შმოდის შემდეგი 5 წლის მანდატით და მოიცავს მთელი ევროპის ეკონომიკურ არეს.

ე.წ. “საარჩევნო ყუთით“ სარგებლობა შესაძლებელია პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატურად განახლების შემდეგ windows XP – ს, windows Vista – ს და windows 7 – ის იმ მომხმარებელთათვის, რომელთაც ჯერ არ აურჩევიათ მათთვის სასურველი ინტერნეტ მეგზური, ხოლო მათთვის, ვინც უკვე სარგებლობს ალტერნატიული ინტერნეტ ბრაუზერით ე.წ. “საარჩევნო ყუთი“ არ არის ხელმისაწვდომი.

ამ “საარჩევნო ყუთის“ პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ის მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში ცნობილი 12 პოლულარული ვებ-ბრაუზერის ჩამონათვალს (Opera, Google Chrome, Safari, Internet Explorer, Firefox და ა.შ.) ასევე თითოეულ მათგანზე მოკლე ინფორმაციას, ხოლო არჩევანზე “დაკლიკვის” შემთხვევაში  მის შემდგომ გადმოწერასა და როგორც default ინტერნეტ ბროუზერი.

ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს რომ ამგვარმა გადაწყვეტილებამ მომხმარებელთა ნაწილი შეიძლება კიდევ უფრო დააბნიოს, რადგან სავსებით შესაძლებელია მათ იფიქრონ რომ გახდნენ მორიგი ვირუსული შემოსევის მსხვერპლნი.

ვებ-მკვლევართა ჯფუფის “Net Applications” მონაცემებზე დაყრდნობით  ბრაუზერების ბაზრის ათვისების პროცენტული მაჩვენებლით Internet Explorer 64% ლიდერობს, მისი უშუალო კონკურებტის Mozilla – ს მონაგარი კი 24% შეადგენს.

სრული ჩამონათვალი იმ 12 ხელმისაწვდომი ბრაუზერისა, რომელიც Microsoft – ი სთავაზობს ფართო მომხმარებელს:

  • Avant
  • Google Chrome
  • Mozilla Firefox
  • Flock
  • GreenBrowser
  • Internet Explorer
  • K-Meleon
  • Maxthon
  • Opera
  • Apple Safari
  • Sleipnir
  • SlimBrowser

გამოყენებულია http://www.telegraph.co.uk მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.