PlayStation 3 -ის პირველი აპრილის ფირმვერი გათიშავს Linux-ის დაყენების საშუალებას

Sony ოფიციალურად იუწყება მის ამერიკულსა და ევროპულ ბლოგებში, რომ ახალი ვერსიის ფირმვერი 3,21 რომელიც გამოშვებულ იქნება 2010 წლის პირველ აპრილს, PS3-ის ფუნქციების სიიდან Install Other OS ოფციას, რომელიც მიმდინარე მდგომარეობით ხელმისაწვდომია ყველა კონსოლში PS3 Slim-ის გარდა. ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა დავაყენოთ Linux და გამოვიყენოთ კონსოლი როგოც ჩვეულებრივი კომპიუტერი.

რა თქმა უნდა კონსოლის განახლეა აუცილებელი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაშ შეუძლებელი იქნება PlayStation Network-ის გამოყენება, ქსელში თამაში, ახალი BD დისკების და თამაშების გაშვება, რომლებიც ახალ ფირმვერს მოითხოვენ. ასევე შეუძლებელი იქნება სტერეო რეჟიმის ჩართვა თამაშებში და Blu-Ray 3D-ის გაშვება.

ეს გადაწყვეტილება ყველაზე მეტად ალბათ იმან გამოიწვია რომ წლის დასაწყიში ჯორჯ ჰოცმა (George Hotz) ყველასათვის ცნობილმა ჰაკერმა ნიკით GeoHot, გნაცხადა რომ მიიღო სრული წვდომა კონსოლის მეხსიერებასა და პროცესორზე. Sony-ს მოუწია ამ უსაფრთხოების პრობელმის მოგვარება რადიკალური გზით რათა თავიდან აიცილოს კონსოლის სრული გატეხვა.