ალბათ ყველამ შეამჩნია გრაფიკული ქვესისტემის ავტომატური გადართვის სისტემა ახალ 15/17 დიუმიან MacBook Pro ლეპტოპებზე. შეიძლება ბევრმა ჩათვალა, რომ ეს არის უბრალოდ NVIDIA Optimus ტექნოლოგია, მაგრამ ეს ასე არ არის.

ამ ფუნქციის მთავარი მიზანი არის გარაფიკული ქვესისტემის გადართვით სისტემური რესურსები ეკონომია, მათ შორის ავტონომიური მუშაობის რეჟიმი უმთავრესი ფაქტორია. Intel-ის ბოლო ჩიპები Core i3, i5 და i7 შეიცავს ინტეგრირებულ გრაფიკულ ჩიპს Intel HD. ალბათ გასაგებია რომ ამ ჩიპისგან სასწაულებს არავინ მოელის, ხოლო მისი წარმადობა სულ მცირედით აღემატება ძველი GMA950-ის მონაცემებს, თუმცა უმთავრეს დავალებებს ეს ჩიპი შესანიშნავად ასრულებს და ამისთვის დიდი ენერგომოხმარება არ სჭირდება.

EB6A9C39-6A3A-44AC-BC34-82862B8021A1.jpg

როგორც ყველა ჩვენთაგანს ახსოვს, წინა მოდელებში, Apple-ს ჰქონდა მცდელობა გაეკეთებინა ზემოთ აღნისნული გადართვა, თუმცა ის რეალიზაცია გამართული ნამდვილად არი იყო. მოდით განვიხილოთ: იმისათვის რომ გადაგვერთო გრაფიკა უნდა შევსულიყავით System Preferences და ხელოვნურად უნდა გადაგვერთო ვიდეო ადაპტერი, თუმცა ამით არ მთავრდება, ამის შემდეგ უნდა გამოგვერთო ყველა გაშვებული პროგრამა, გაგვეკეთებინა LogOff და ისევ LogOn. როგორ ფიქრობთ, რამდენად სერიოზულად დაკავდებოდა ამ პროცედურით ნებისმიერი მომხმარებელი? ბფიქრობ თითქმის არავინ არ იყენებდა ამ პროცედურას.

სხვა კომპანიებმა ეს პრობლემა თავისებურად გადაწყვიტეს, ზოგიერთებმა შემცირეს შესვლა გამოსვლის დრო, თუმცა მომენტალური გადართვის შესძლებლობა მაინც არ იყო, მუშაობა მაინც უნდა შეწყვეტილიყო. AMD/ATI იყენებს შემდეგ მეთოდს: თუ ნოუთბუქი შეერთებული იყო ელ-კვებაზე მაშინ ირთვებოდა დისკრეტული გრაფიკა, თუ გამორთული მაშინ ინტეგრირებული. გადაწყვეტილება იდეალური არ არის მაგრამ, ამ შემთხვევაში თამაშის ნორმალური გაშვებისათვის მომხმარებელს უწევდა “შტეფსელთან” ჯდომა.

CE44A12F-17C7-4BE6-9568-AE3B47043DCF.jpg

NVIDIA Optimus სხვაგვარადაა აგებული. ეს ტექნოლოგია იყენებს როგორც აპარატურას ასევე პროგრამულ გადართვას. NVIDIA ამას აღწევს პროგრამების სიის საშუალებით სადაც მითითებულია თუ რომელს სჭირდება სერიოზული გრაფიკული რესურსები. ამ სიის აქტუალობაზე თვით NVIDIA ზრუნავს, ის ავტომატურად ანახლებს დრაივერებს კომპანიის საიტიდან. მართალია მომხმარებელსაც შეუძლია აკონტორლოს პროგრამების სია, თუმცა უმრავლეს შემთხვევებში ამის საჭიროება არ არის. Optimus მუშაობს ყოველთვის ჩართული ინტეგრირებული გრაფიკით. როცა ის დისკრეტულ გრაფიკას ჩართავს ის იწყებს ინტეგრირებული გრაფიკული ბუფერის გამოყენებს, რომელიც თქვენს ოპ. მეხსიერებაშია. ეს იმას ნიშნავს რომ მაღალი წარმადობისას შეიძლება დიდი რაოდენობის ტრაფიკი დააწვეს სისტემურ სალტეს.

Apple-ის ტექნოლოგია Optimus-გან განსხვავდება ორი თავისებურებით, გადართვა ავტომატურად ხდება და კონტროლდება Mac OS X-ის მიერ და არ სჭირდება მომხმარებლის ჩარევა. (რა თქმა უნდა არანაირ შესვლა/გამოსვლა) ასევე მომხმარებელს შეუძლია გამორთოს ეს ფუნქცია. პროგრამები რომლებიც იყენებენ OpenGL, Core Graphics, Quarts Composer და სხვა ტექნოლოგიებს შეუძლიათ მოითხოვონ დისკრეტული გრაფიკა. ამიტომ თუ თქვენ კითხულობთ ფოსტას რა თქმა უნდა გამოიყენება ინტეგრირებული ჩიპი, ხოლო Adobe Photoshop-ის ან Aperture-ს ჩართვისას გააქტიურდება NVIDIA GeForce GT 330M, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ წარმადობას. მოკლედ ამ ფუნქციონალის პროგრამულ და სისტემურ დონეზე გადაწყვეტით Apple-მ შეძლო ყველაზე სრულყოფილი გადაწყვეტილება შეექმნა, ვნახოთ სხვები რას იზამენ.