ერთდროულად სამმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მოწევის დანებების სირთულე გამოწვეულია გენებით.

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა, შეისწავლეს 74 053 ადამიანის ფენოტიპი, აღმოაჩინეს მეთხუთმეტე ქრომოსომაში სამი ნაწილი, ყოველდღიურად მიღებული სიგარეტის რაოდენობის შესაბამისად.  ისინი იმყოფებიან დნმ-ის იმ რაიონში, რომელიც მოიცავს გენის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია ნიკოტინის დამოკიდებილებასა და ფილტვების კიბოზე.

მეორე გამოკვლევამაც, რომელიც ტარდებოდა ოქსფორდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), ზუსტად იგივე შედეგი მიიღო. გაანალიზდა 40 000 ადამიანის დნმ.

ასეთივე რეზულტატი მიიღეს ისლანდიელმა მეცნიერებმაც, რომლებმაც შეამოწმეს 70 000 გენი. გარდა ამისა, მათ დაადასტურეს, რომ CYP2A6 და CYP2B6 გენები იღებენ მონაწილეობას ნიკოტინის მეტაბოლიზმში, ხოლო CHRNB3 და CHRNA6 გენები უდიდეს როლს ასრულებენ ორგანიზმის მიერ ნიკოტინის ათვისებაში.

სანამ ეს რეზულტატები ჰპოვებს პრაქტიკულ გამოყენებას, აუცილებელია ჩატარდეს დიდი სამუშაოები. დღესდღეობით გენებზე ჩატარებული უბრალო ტესტირებები არ იძლევა არანაირ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შევძლოთ სიგარეტისადმი მიდრეკილების გაქრობა ან მისი ადვილად გადაგდება. ერთი რამ ფაქტია, მომავალში მეცნიერებს შეეძლებათ პროგნოზი გააკეთონ, თუ რამდენად სასარგებლოა ამათუიმ ანტინიკოტინური თერაპიის გაკეთება.

ასევე აღმოჩენილია დნმ-ის რამდენიმე ნაწილი რომელიც მიდრეკილია ფილტვების კიბოსადმი. აქვე იბადება კითხვა: სინამდვილეში დაავადებას იწვევს თამბაქოს კვამლი — თუ მას ვიღებთ მემკვიდრეობით?

«ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ არ ვცვლით საკუთარ შეხედულებას თამბაქოს მიმართ, — დააკომენტარა კოლეგების აღმოჩენა ამერიკის ფილტვების ასოციაციის სამეცნიერო კონსულტანტმა ნორმან ედელმანმა (Norman Edelman). — მთავარია ის, რომ ჩვენ შევიტყვეთ იმ აღმოჩენის შესახებ, — მწეველების უმრავლესობა არ იწამლავენ თავს შეგნებულად. თუ ისინი გადაწყვიტავენ მოწევისთვის თავის დანებებას, მათ მოუწევთ სერიოზული ბრძოლა თავიანთ თანდაყოლილ მიდრეკილებასთან».

კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Nature Genetics-ში.

გამოყენებულია Health Day-ის მასალები.