ახალი სმარტფონები C სერიიდან Nokia C5, Nokia C3 და Nokia C6 – გვთავაზობს გაფართოებულ ფუნქციონალს სოციალური ქსელების მომხმარებლებისათვის.

Series 40 პლატფორმაზე დაშენებული Nokia C3 არის პირველი მობილური ტელეფონი QWERTY კლავიატურით ამ სისტემის მართვის ქვეშ. როგორც Nokia C6, Nokia N97 და mini ასევე სხვა მოწყობილობები რომლებიც S60 პლატფორმაზეა, მთავარ ეკრანზე გამოტანილია პოპულარული სოციალური ქსელების ვიდჯეტები. მომხმარებელს შეუძლია სტატუსის განახლება, მეგოგრების შეტყობინებების დაკომენტარება და ფოტოგრაფიების გაცვლა-გამოცვლა. ამის გარდა არის წვდომა Ovi Mail და Ovi Chat სერვისებზე წვდომაც. მოდელს აქვს 2,4 დიუმიანი დისპლეი, 2 მეგაპიქსელიანი კამერა, WiFi ქსელებისადა მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა.

Nokia C6 რომელიც გარეგნულად Nokia 5230 ჰგავს, თუ არ ჩავთვლით სლაიდ-კლავიატურას QWERTY სტანდარტებზე. ძველი კლავიატურებისგან განსხვავებით მას აქვს კლავიშების ოთხი რიგი სამისგან განსხვავებით და გამოყოფილი ნავიგაციური კლავიში, რომელიც არ არის N97 mini-ში. სმარტფონი მუშაობს S60 პლატფორმაზე. სენსორული ეკრანის ზომა არის 3,2 დიუმი. არის Ovi Maps-ის მხარდაჭერა რომელშიც რეალიზებულია უფასო საავტომობილო ნავიგაცია.

და ბოლოს Nokia E5, რომელსაც აქვს Microsoft Exchange და IBM Lotus Notes Traveler. მოწყობილობას აქვს 2,4 დიუმიანი დისპლეი გაფართოებით 320X240 და 3G WiFi ქსელების მხარდაჭერა. მისი გაბარიტებია 115X58,9X12,8 მმ, წონა – 126 გ, რაც თითქმის ემთხვევა სხვა QWERTY მონობლოკების პარამეტრებს.