Siemens აპირებს უმსხვილესი ქარის ელექტროსადგურის აშენებას დიდბრიტანეთში

Science
Великобритания лидирует по количеству морских ветротурбин (фото Matthias Kulka / Corbis).
გერმანული ინდუსტრიული გიგანტი Siemens აბანდებს 80 მლნ ევროს დიდიბრიტანეთის სანაპიროებზე ახალი ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე.
კომპანია ეძებს შესაფერის ადგილს აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე.
იანვარში ბრიტანეთის მთავრობამ გასცა რამდენიმე ლიცენზია ელექტროსადგურების მაშტაბურად გაფართოებზე. ოფიციალურ პირებს იმედი აქვთ, რომ 2020 წლისთვის პროექტი უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროენერგიის 25%-ით მომარაგებას.
ახალ ელექტროსადგურში დასაქმდება 700 ადამიანი
დღესდღეობით დიდიბრიტანეთი არის მსოფლიო ლიდერი ზღვის ქარის ელექტროსადგურების რაოდენობით, თან ალბიონის ქარის ელექტროენერგიის დაახლოებით 40% იწარმოება Siemens-ის ტურბინების დახმარებით.
ევროპის ქარის ენერგეტიკის ასოციაციის მონაცემებით, 2009 წელს ეს ენერგოსექტორი განვითარდა უფრო სწრაფად ვიდრე სხვა ნებისმიერი: შემოსული ენერგიის 39% მოვიდა ქარზე, 26% — გაზზე, 16% — მზის ენრგიაზე. ინვესტიციამ ქარის ენერგეტიკაზე მიაღწია 13 მლრდ ევროს (23%-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს), ზღვის ენერგოსადგურებზე მოვიდა 1,5 მლრდ ევრო. ახალი მიწის გენერატორების სიმძლავრემ შეადგინა 9 581 მვტ (+21%), ზღვის გენერატორების სიმძლავრემ — 583 მვტ (+56%).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.