Terra Mobile 1772: 17-დიუმიან ნოუთბუქი Intel-ის პლატფორმაზე

F7BAD49A-87B4-46AD-9E64-9F6CAC0825A1.jpg

გერმანულმა კომპანია Wortmann-მა განაცხადა ახალი ნოუთბუქის Terra Mobile 1772-ის გამოშვების შესახებ.

სიახლე აწყობილია Intel HM55 ჩიპსეტის ბაზაზე პროცესორით Core i5-430M ორი ბირთვით და ტაქტური სიხშირით 2,26 გჰც. ლეფტოპს გააჩნია 3 გბ ოპერატიული მეხსიერება (შესაძლებელია 8 გბ-მდე გაზრდა), 320 გბ მყარი დისკი და DVD-ჩამწერი.

ნოუთბუქის 17-დიუმიან დისპლეის აქვს WSXGA+ (1680×1050 წერტილი) გაფართოება; გრაფიკული აქსელერატორი GeForce GTS 250 1 გბ მეხსიერებით; ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet და Wi-Fi (802.11 a/b/g/т); 2-მეგაპიქსელი ვებ-კამერა; ქარდრიდერი (MMC/SD/MS); ოთხი დინამიკი; USB2.0-ის სამი პორტი; e-SATA/USB, HDMI და D-Sub შემაერთებლები.

ნოუთბუქის ზომები — 395×278×26,5–33,5 მმ, წონა 3,1 კგ.

ფასი — 1 200 ევრო (ფასში შედის Windows 7 Home Premium). დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია ოთხბირთვიან ჩიპ Core i7-ის შეკვეთა, 500 გბ მყარი დისკის და ა.შ.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.