The Witcher 2-ის რელიზი შედგება 2011 წლის ბოლოს

Games

მოქმედებითი თამაში The Witcher 2: Assassins of Kings, რომელიც მუშავდება პოლონურ კომპანია CD Projekt-ში, გამოვა 2011 წლის პირველ კვარტალში

იუწყებიან, რომ 2011წლის დასაწყისში გამოვა მხოლოდ PC ვერსია, თუმცა მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ გამოვა ასევე სხვა პლადფორმებისთვის. ევროპაში ახალი «ჯადოქრის» შექმნაზე იზრუნებს CD Projekt, ამერიკაში და კანადაში კი Atari.

მეორე ნაწილში, გერალთს, მონსტრებზე მონადირეს, მოუწევს ბრძოლა ჯადოქარ ელფ ლორვეტთან, სამეფოში გაბატონებულ ბოროტებასთან და მთელ რიგ გრძნეულებთან. საფრთხე, როგორც ამას მწარმოებლები იუწყებიან, იმდენად დიდია, რომ მარტო გაძლება შეუძლებელია, ამიტომ თამაშში გმირს ჰყავს დამხმარეები: ჯადოქარი ტრისი, ცნობილი პირველი ნაწილიდან, ასევე მებრძოლი ვერნონი. თავად პროექტი უნდა იყოს «ძალიან ეფექტური და დინამიური»

შეგახსენებთ, რომ მოთამაშეთა დიდი ნაწილი ვერ შეეგუა პირველი ნაწილის საბრძოლო სისტემას. «ჩვენ სრულიად გადავაწყობთ მას», — ირწმუნებიან მწარმოებლები.

თამაშის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=QTHnjePQHPo

გამოყენებულია Eurogamer-ის მასალები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.