ვიდეორედაქტორი Lightworks გადადის Open Source ლიცენზიაზე

Software

ამ ზაფხულს EditShare გამოუშვებს პროგრამას Lightworks თავისუფალი ლიცენზიით. Lightworks პროფესიონალური რედაქტორა არაწრფივი ვიდეო მონტაჟისთვის, მისი პირველი ვერსია 1989 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ის ცდილობს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს Apple-ის პროდუქციას.  მისი მწარმოებელი ბრიტანული ფირმა ძალიან ბევრჯერ იქნა ნაყიდი და გაყიდული და საბოლოოდ შეძენილ იქნა EditShare-ის მიერ გასულ წელს.

Lightworks სისტემაში დაამონტაჟეს ბევრი ცნობილი ფილმი, მათ შორის  – “ცენტურიონი” და მარტინ სკორსეზეს “დაწყევლილთა კუნძული“.

Lightwork-ის საპროექტო ფაილები თვსებადია  Final Cut Pro-სა და Avid-თან.

რედაქტორში რეალიზებულ იქნა ბევრი ფუნქცია, რომელიც უნიკალური იყო მისი დროისთვის, მაგ. ვიდეოსა და ხმის სინქრონული გაშვება სხვა და სხვა სიჩქარეებზე, სინქრონული მრავალარხიანი გაშვება, ობიექტზე-ორიენტირებული სამომხმარებლო ინტერფეისი აპარატული კონსოლით, რომელთა უმრავლესობაც დღესაც მხარდაჭერილია მკინტოშებზე.

კოპანიის წარმომადგენლები ამბობენ რომ პროგრამის კოდზე საერთო ჯამში მილიონ საათზე მეტი იმუშავეს, ხოლო მისი გახსნის შემდეგ ხელმისაწვდომი გახდება ადრე არ ნახული კონცეფციები და ფუნქციონალი. “მე ვფიქრობ, რომ  Lightworks Open Source შეცვლის არა მხოლოდ ტექნოლოგიებს, არამედ წარმოდგენას იმაზე, თუ რა შესაძლებლობები აქვს პროფესიონალურ ინსტრუმენტებს არაწრფივი მონტაჟისათვის” – თქვა ჯეიმს რიჩინგსმა (James Richings), რომელიც კომპანიის დირექტორის მოადგილეა.

ღია კოდზე გადასვლის მიზეზები შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ. საქმე იმაშია რომ LightWorks – არის პროგრამულ-აპარატული პლატფორმა, რომელიც მოიცას რამოდენიმე პროგრამას და სხვა და სხვა ტიპის აპარატურას, მათ შორის სამონტაჟო პულტებსაც. ერთი უეჭველია რომ კომპანია გააგრძელებს აპარატურის წარმოებას და ამისთვის მისი პროგრამული ნაწილი იქნება თუ არა დახურული დიდი  მნიშვნელობა არა აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.