კომპანია Sharp-მა გამოუშვა 3D-ფოტომოდული მობილური მოწყობილობებისთვის

კომპანია Sharp-მა განაცხადა პირველად მსოფლიოში მობილური მოწყობილობებისთვის კამერის მოდულის შექმნის შესახებ, რომელიც გადაიღებს სურათებს 3D-რეჟიმში.

გარდა იმისა, რომ ამ აპარატს შეეძლება სტერეოსკობული სურათების გადაღება, ის შეძლებს 3D-ვიდეოების ჩაწერას მაღალი ხარისხით, გაფართოებით 1280×720 პიკსელი (720p).

მოდულს გააჩნია ორი ობიექტივი და ორი გამოსახულების გადამცემი. სიახლის გამოყენება შესაძლებელი იქნება მობილური ტელეფონებით, სმარტფონებით, პლანშეტური კომპიუტერებით და სხვა მინი-გაჯეტებით.

მწარმოებელი პირველ პარტიას გაყიდვაში გამოუშვებს ივლისში, ხოლო მასიური გაყიდვა დაგეგმილია 2010 წლის ბოლოს.

გამოყენებულია Sharp-ის მასალები.