ამერიკელმა ფიზიკოსმა-თეორეტიკოსმა ნიკოდემ პოპლავსკიმ (Nikodem Poplawski) გამოთქვა ვარაუდი და წარმოადგინა თეორიული მოდელი, რომლის თანახმადაც ჩვენი სამყარო მოთავსებულია მასიური შავი ხვრელის შიგნით, რომელიც მის გარეთ არსებული მთავარი სამყაროშია მოთავსებული. მეცნიერის სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Physics Letters, მისი მოკლე შინაარსი განთავსებულია ინდიანას უნივერსიტეტის საიტზე, სადაც მუშაობს პოპლავსკი.

შრომის ფარგლებში პოპლავსკიმ შეძლო ეჩვენებია, რომ ყველა ასტრონომიული შავი ხვრელები (სივრცის ის ადგილები საიდანაც არაფერს არ შეუძლია თავის დაღწევა) არის აინშტაინ-როზენის გვირაბები. ეს ობიექტები არის ჰიპოთეთური გვირაბები, რომლებიც აერთებს სივრცის დაშორებულ რეგიონებს.

პოპლავსკი თვლის რომ შავი ხვრელი უერთდება მეორე მხარეს თეთრ ხვრელს (შავი ხვრელის ანტიპოდი – სივრცის ის ადგილი სადაც ვერაფერი ვერ აღწევს) თვითონ გვირაბის შიგნით არის პირობები რომელიც ძალიან გავს გაფართოებად სამყაროს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ახლა. აქედან გამომდინარე შეიძლება დავსკვნათ, რომ ჩვენი სამყაროც შეიძლება მოძრაობდეს რომელიმე ასეთ გვირაბში.

პოპლოვსკის ყველა კონსტრუქცია არის თეორიული ხასიათის, ანუ ავტორი არ გვთავაზობს ამის გადამოწმების რამე საშუალებას. ამ თეორიის პლიუსები ის არის, რომ მისი საშუალებით შეიძლება ამოვხსნათ ინფორმაციული პარადოქსი: შვ ხვრელში მოხვედრის შემდეგ ობიექტის შესახებ ინფორმაცია იკარგება სამყაროდან, იმიტომ რომ ხვრელიდან არაფერს არ შეუძლია გამოსვლა.