ტექნიკის განვითარებასთან ერთად ვითარდება და იხვეწება სხვადასხვა ტიპის რობოტები. მინდა წარმოგიდგინოთ XXI საუკუნის 15 სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების რობოტბი.

1.

«Twendy-One» — გააჩნია შესაძლებლობა დელიკატურად მოეპყროს საგანს, თითების სახსრების მანიპულირების მეშვეობით. «Waseda University»-ის ინსტიტუტის მექანიკური ინჟინერიის ფაკულტეტის ლაბორატორია, ტოკიო, 2009 წლის 14 იანვარი. ეს რობოტი შეიქმნა ლაბორატორიის კოლექტივის მიერ შიგეკი სუგანოს ხელმძღვანელობით, იმისთვის რომ დაეხმაროს მოხუცებს. © AP Photo/Shizuo Kambayashi.

2.

«LEMUR» —  (NASA’s Limbed Excursion Mechanical Utility Robot) შეიქმნა კოსმოსში მოწყობილობების შესაკეთებლად. მისი გაუმჯობესებული ვერსია «Lemur IIa» ინჟინრებს დაეხმარება უჰაერო სივრცეში დიდი ზომის აპარატების აგებაში. სურათზე ნაჩვენებია თუ როგორ დგას რობოტი სეგმენტირებულ ტელესკოპზე. © NASA/Planetary Robotics Laboratory.

3.

«da Vinci» — ფოტოზე ნაჩვენებია, თუ როგორ ეხმარება ქირურგებს თიაქრის ოპერაციის გაკეთებაში «University Hospital Geneva»-ს საავადმყოფოში. 2008 წელს «University Hospitals of Geneva»-მ გახსნა განყოფილება, სადაც ქურურგიაში რობოტებიც იღებენ მონაწილეობას. ჟენევა, შვეიცარია, 2008 წლის 13 ნოემბერი. © AP Photo/Keystone, Salvatore Di Nolfi.

4.

«HAL» — (Hybrid Assistive Limb) რობოტიზირებული კოსტუმი. ესპანეთის დედოფალი სოფია, ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი, იაპონიის ომპერატორი აკიჰიტო და იმპერატრიცა მიჩიკო ესწრებოდნენ შოუს, სადაც ადამიანები HAL-ის კოსტუმში წევდნენ 30 კგ ბრინჯის ტომრებს. «Tsukuba University», ტოკიო, 2008 წლის 12 ნოემბერი. © KATSUMI KASAHARA/AFP/Getty Images.

5.

«Wakamaru» — ადამიანის მსგავსი რობოტი, რომელიც შეიქმნა «Japan’s Mitsubishi Heavy Industry»-ის მიერ. ფოტოზე ნაჩვენებია ორი რობოტი, მარჯვნივ — Momoko, მარცხნივ — Takeo, რომლებიც თამაშობენ, პირველად მსიფლიოში, ადამიანებისა და რობოტების ერთობლივ სპექტაკლში. რეჟისორი — ჰირატა ორიზა. ოსაკა, იაპონია, 2008 წლის 25 ნოემბერი. © YOSHIKAZU TSUNO/AFP/Getty Images.

6.

«Special Operations Command Central Command Explosive Ordinance Disposal Unit for participants of the Joint Civilian Orientation Conference 72»-ის სწავლებაზე რობოტ-გამნაღმველი ამოწმებს საეჭვო ყუთს, სადაც შესაძლებელია მოთავსებული იყოს ასაფეთქებელი მოწყობილობა. სწავლება ჩატარდა სამხედრო ბანაკ «Lemonier»-ში. ჯიბუტი, 2008 წლის 21 ოქტომბერი. © Defense Dept. photo by Cherie A. Thurlby

7.

«Bruno» — შექმნილია «Darmstadt University of Technology»-ის მიერ. ფოტოზე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც იმყოფებოდა დარმშტატში ნაციონალურ IT-სამიტზე, პოზირებს რობოტ «Bruno»-სთან. © REUTERS/Alex Grimm.

8.

ფოტოზე, რობოტ-მაშველი, რომელიც ეკუთვნის ტოკიოს სახანძრო სამსახურს, იტვირთება იმიტირებული მიცვალებულებით. ამ სწავლებაში მონაწილეობა მიიღო თერთმეტმა ორგანიზაციამ, მათ შორის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტმა (Metropolitan Police Department). ტოკიო, 2008 წლის 7 ნოემბერი. © TOSHIFUMI KITAMURA/AFP/Getty Images.

9.

«RoboLobster» — ბიომიმეტური (Biomimetic) წყალქვეშა რობოტი, რომელიც შექმნილია პროფესორ ჯოზეფ Ayers-ის მიერ. «RoboLobster» განკუთვნილია ზღვის ფსკერზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებისთვის, თუმცა მას ასევე შეუძლია მოძებნოს და გაანადგუროს წყალქვეშა ნაღმი.  ნაჰატი, მასაჩუსეტსის შტატი, 2007 წლის 17 აგვისტო. © Robert Spencer.

10.

«ATHLETE» — All-Terrain Hex-Legged Extra-Terrestrial Explorer: განკუთვნილია უხეში რელიეფის მქონე პლანეტაზე სამოძრაოდ. აპარატის პირველი ტესტირება ჩატარდა კალიფორნიაში. © NASA.

11.

Toyota Motor Corporation-მა შექმნა რობოტი, რომელსაც შეუძლია მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. ტოკიო, 2008 წლის 4 მაისი. © REUTERS/Toru Hanai.

12.

რობოტ-პოლიციელი, რომელსაც შეუძლია დამნაშავე დაიჭიროს «ქსელის» დახმარებით. მოწყობილობას გააჩნია სენსორი, რომელიც რეაგირებს სითბოსა და ბგერაზე. რობოტი იმართება დისტანციური მართვის პულტით Т-34. ტოკიო, 2009 წლის 21 იანვარი. © REUTERS/Kim Kyung-Hoon.

13.

ფერმერი ვუ იულუ მართავს მის მიერ შექმნილ რობოტს. ვუმ რობოტების შექმნა დაიწყო 1986 წელს, მაგრამ როგოც თავად აცხადებს ეს რობოტი არის ყველაზე დიდი რობოტი, რომელიც მას ოდესმე შეუქმნია. «ფერმერის» შესაქმნელად ვუმ გამოიყენა მავთული, ლითონი, ჭანჭიკები და ლურსმნები, რომლებიც არცთუისე ძნელი საშოვნია. © REUTERS/Reinhard Krause.

14.

«bino3» — რობოტ-დარაჯი. მოწყობილობა აღჭურვილია ორი ფართოკუთხოვანი ლინზით, სადაც განლაგებულია ორი სტერეო კამერა და ორი ტელე-ფოტო ობიექტივი, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს ობიექტის ადგილმდებარეობა. აპარატი შექმნა ტოკიოს ტექნლოლოგიური ინსტიტუტის (Tokyo Institute of Technology) სტუდენტის მიერ. «bino3» წარდგენილი იყო ტოკიოს გამოფენაზე, დაცვის სისტემის სფეროში. ტოკიო, 2009 წლის 3 მარტი. © AFP PHOTO / Yoshikazu TSUNO.

15.

«Rich» — რობოტ-გიდი, რომელიც შექმნილია კომპანია MSI-ის მიერ, უძღვება ექსკურსიას «Grand Hills»-ის დარბაზში ჩვენებაზე. ტაიბეი, 2008 წლის ოქტომბერი. © REUTERS/Nicky Loh (TAIWAN).