ადამიანის ემბრიონი ვერ გრძნობს ტკივილს

Science

სამეფო კოლეჯის მეან–გინეკოლოგებმა (დიდი ბრიტანეთი) დაამტკიცეს, რომ ადამიანის ემბრიონი ვერ გრძნობს ტკივილს 24 კვირის განმავლობაში.

მათი აზრით, ამ დროის განმავლობაში ჯერ კიდევ არ არის ფორმირებული თავის ტვინის ქერქსა და პერიფერიებს შორის კავშირი, ხოლო ნევროლოგების დიდი ნაწილი თვლის, რომ ტკივილის აღსაქმელად აუცილებელია ქერქის ფუნქციონირება. იმის მტკიცება, რომ ემბრიონს შეუძლია ტკივილის შეგრძნება ამ ასაკში ეს იგივეა, რომ მას შეუძლია აზროვნება, რაც შეუძლებელია, აღნიშნავენ მეცნიერები.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა ორმა გამოკვლევამ დიდი დარტყმა მიაყენა იმათ, ვინც ცდილობს აბორტის დროის ზედა ზღვარის შემცირებას (ამჟამად დიდ ბრიტანეთში შეადგენს ზუსტად 24 კვირას) 20 კვირამდე.

გამოკვლევების შედეგად მიღებული ინფორმაცია უჩვენებს, რომ აბორტი, იმ შემთხევაში თუ ნაყოფის განვითარებას ან დედის ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე, არ იწვევს ემბრიონის ტანჯვას, რადგან საშვილოსნო გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს, რაც უწყვეტი ძილით აძინებს ჩანასახს.

გარდა ამისა, რთულია იმის თქმაც, რომ ნაყოფი გრძნობს ტკივილს 24 კვირის შემდეგაც, რადგან განცდის უნარი მას უნვითარდება დაბადების შემდეგ, როგორც მეხსიერება და სხვა ადამიანური თვისება.

აბორტის მოწინააღმდეგეები რჩებიან თავიანთ აზრზე: ოპერაცია წყვეტს ადამიანის სიცოცხლეს.

წყარო — Guardian.

2 thoughts on “ადამიანის ემბრიონი ვერ გრძნობს ტკივილს

  1. ძნელია რამის თქმა, ექვსი თვის ასაკში ბავშვი თითქმის ჩამოყლიბებულია! მე პირადად ვეწინააღმდეგები აბორტის გაკეთებას 24 კვირის შემდეგ.

  2. grdznobs embrioni tkivils tu ar grdznobs mainc miugebelia misi sicocxlis shetsyveta

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.