Dell–მა წარმოადგინა ნოუთბუქები Inspiron R

კომპანია Dell–მა წარამოადგინა პორტატული კომპიუტერების ხაზი Inspiron R Intel Calpella–ს აპარატულ პლატფორმაზე.

სერიაში შედის 14R, 15R და 17R მოდელები დისპლეის დიაგონალით 14, 15 და 17 დიუმი მოდელების შესაბამისად. მოდელებს ექნებათ Core i3–ის  ან i5–ის პროცესორები; ვიდეოსისტემის შემადგენლობაში გამოყენებული იქნება Intel–ის ინტეგრირებული  გრაფიკული კონტროლერი, ან AMD–ს დისკრეტული  ამაჩქარებელი.

Inspiron R–ის კომპიუტერებისთვის გათვალისწინებულია Wireless Display (WiDi)–ის ტექნოლოგიის მხარდაჭერა. WiDi–ის სისტემას უკაბელო კავშირის საშუალებით შეუძლია მაღალი ხარისიხის გამოსახულების გადაცემა კომპიუტერიდან ტელევიზორზე.

ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 8 გბ; მყარი დისკის მოცულობა — 640 გბ–მდე. ლეპტოპის არსენალში შედის: ქსელური ადაპტერი Gigabit Etherne , Wi-Fi (IEEE 802.11 b/g/n), ვებ–კამერა, მრავალფორმატიანი ქარდრიდერი და SRS Premium Sound–ის აუდიო სისტემა.

Inspiron R–ის სერიის კომპიუტერების შეძენა შესაძლებელი იქნება 25 ივნისიდან. Windows 7 – ის ოპერაციულ სისტემასთან ერთად, ნოუთბუქები შემოთავაზებული იქნება 450 დოლარად.

გამოყენებულია TechConnect Magazine–ის მასალები.