E3 2010: Nintendo – მ წარმოადგინა ჯიბის კონსოლი 3DS

Hardware

გამოფენაზე Electronic Entertainment Expo (E3) კომპანია Nintendo – მ წარმოადგინა ჯიბის სათამაშო კონსოლო 3DS,რომლელიც დააანონსეს მარტში.

ამ მოწყობილობის მთავარი ღირსება ისაა, რომ მას აქვს 3D კონტენდთან მუშაობის შესაძლებლობა და ამ სტერეოსკუპული გამოსახულების დასანახად არ არის საჭირო სპეციალური სათვალე.

Nintendo 3DS  გააჩნია 2 დისპლეი, ერთი 3,53 დიუმი და მეორე 3,02 დიუმი. პირველი დისპლეი განკუთვნილია დიდი მოცულობის გამოსახულებისათვის ( მაგრამ შესაბამისი რეჟიმის გადართვა შესაძლებელია სპეციალური კლავიშით; გათვალისწინებულია ასევე 3D გამოსახულების რეგულირების შესაძლებლობა), ხოლო მეორე დისპლეი — მოწყობილობის და ასევე პერსონაჟების სამართავად თამაშებში. მას აქვს სენსორული მატრიცა. სიახლეს აქვს 3 ფოტოკამერა, ორი მათგანი განკუთვნილია სტერეოსკოპული გამოსახულების შესაქმნელად. ასევე აქვს 3D ვიდეოს გაშვების შესაძლებლობა.

კონსოლს აქვს აქსელერატორი,გიროსკოპი და ჯოისტიკით, რომლის სახელიცაა Slide Pad. სიახლეში ასევე გათვალისწინებულია Wi-Fi კონტროლერი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ინტერნეტიდან მოთამაშეების რეიტინგის გადმოწერა და სხვა კონტენტი (თამაშის დანამატები,ტრეილირები და ა.შ) . ასევე შესაძლებელია 3DS – ის სხვა მოწყობილებებთან დაკავშირება და ასევე თამაშთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლა.

განსაკუთრებულად ხაზგასმულია ის, რომ კონსოლს აქვს DSi მოწყობილობის თამაშების გაშვების შესაძლებლობა. თამაშები რომლებიც მზადდება სპეციალურად 3DS – ისათვის შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მოწყობილობის გამოსვლის თარიღსა და ფასის შესახებ ცნობები ჯერ არ არსებობს. მაგრამ წინასწარი ცნობებით ის გამოვა 2011 წელს.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=v_P4gyjf5tQ

გამოყენებულია  Nintendo და SlashGear – ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.