ექსკურსია Microsoft – ის მომავლის სახლში

Microsoft

Microsoft – ის მომავლის სახლის მოდელი გამოიყურება როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა, მაგრამ ინტერაქტიული საძინებლები, სენსორები, რომლებიც შეგატყობინებენ თუ როდის სჭირდება ყვავილებს მორწყვა და სამზარეულოს მაგიდები, რომლის ზედაპირზეც შეგიძლიათ თქვენი რეცეპტები წაიკითხოთ ჩვენ რეალობასთან უკვე ძალიან ახლოსაა.

ეს არის მომავსლის სახლის შესასვლელი, რომელიც მდებარეობს რედმონდში, Microsoft – ის ბრიფინგ ცენტრში.

რეცეპტები მაგიდასზე

სენსორული ტექნოლოგიების გამოყენებით, სამზარეულოს მაგიდას შესაძლებლობა აქვს განახოთ თქვენთვის საჭირო პროდუქტების სია, რეცეპტები იმის გათვალისწინებით თუ რა და რამდენი პროდუქტი გიდევთ მაცივარში და ამის შემდეგ მზადებისას ის გეტყვით თუ რა რის მერე უნდა ქნათ. მოცემულ სურათზე წარმოდგენილია მაგიდაზე გამოსახული პურ ფოკაჩას მომზადების რეცეპტი.

სამზარეულოს პერსონალური დისპლეი

სამზარეულოს Multi-Touch დისპლეი იყენებს ისეთ სერვისებსა და პროგრამებს რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის პირად ინფორმაციას, ე.წ საოჯახო კალენდარი, მოვლენების შემახსენებელი და ა.შ.

ჯანმრთელობა ეკრანზე

სამზარეულოს დისპლეიზე გამოისახება ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები. ჩამონათვალში შედის თქვენი დაავადებების ისტორია, პოტენციური ეფექტი, რაც შეიძლება ძველმა დაავადებებმა გამოიწვიოს და ასევე რჩევები სპეციალისტის არჩევისთვის.

იმოგზაურეთ ყველგან თქვენი ოთახიდან

Microsoft –  ის მომავლის სახლის გასართობი ოთახიდან თქვენ შეგიძლიათ ვირტუალურად დაესწროთ გამოფენას ან წახვიდეთ სხვადასხვა მაღაზიებში. მაგიდის ზედაპირი ეკრანზე ქმნის ცოცხალი გარემოს განცდას გამოსახულების მაქსიმალური დეტალიზირებით, გარემოს დათვალიერება შესაძლებელია ნებისმიერი კუთხით,ნებისმიერი ნივთის 360 გრადუსით მოტრიალება. თქვენ შეგეძლებათ მაღაზაში მომუშავეებთან კომუნიკაცია, ნივთებისა თუ ტანსაცმლის ყიდვა.

სასადილო ოთახი “ცოცხლდება”

სასადილო ოთახში მაგიდა გადაქცეულია ბავშვთა გასართობად. სტუმრებს შეეძლებათ თავის სურვილისამებრ მოიწყონ მაგიდა, ხოლო ვირტუალურ თვითმფრინავებს კი შეუძლიათ მაგიდის ზედაპირზე ჟესტების შესაბამისად გადაადგილება.

ჩანაწერები სასადილო ოთახის კედელზე

კედლის ზომის ეკრანი მოგცემთ რჩევებს თუ როგორ იკვებოთ ჯანმრთელად და როგორ დაიცვათ დიეტა.

საძინებელი ფანტაზიორობისთვის

მომავლის საძინებელში ყველა ზედაპირი ინტერაქტიულია. სოციალური და გასართობი სერვისების ინტეგრირებით, კედლების დისპლეებთან მიერთებითა და Touch – ტექნოლოგიით შესაძლებელია ოთახის დიზაინის ნებისმიერი განწყობის შესაბამისად შეცვლა.

ოჯახური ეკრანი

ოჯახის მთავარი ეკრანი, მის წევრებს სთავაზობს პერსონალიზირებულ ციფრულ კონტენტს, მესენჯერებს სხვადასხვა ადამიანებთან დასაკავშირებლად, სხვადასხვა გასართობებს, ინფორმაციას სახლის მდგომარეობის შესახებ ( შუქი ოთახებში, სიგნალიზაცია, კონდინციონერი).


3 thoughts on “ექსკურსია Microsoft – ის მომავლის სახლში

  1. dzalian magariaaaaa:):) ai aset saxlshi cxovreba mesmiiis:D:D

  2. მართლა ძალიან მაგარია :))) ესაა კომფორტი … 🙂 ყველაზე მაგრა საძინებელი მომეწონა …

  3. ეს კომფორტზე მეტია დღევანდელი ადამიანისთვის! 🙂 დროს გაუსწრო Microsoft–მა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.