კომპანიამ Apple წარმოადგინა შემდეგი თაობის აიფონი, რომელიც რიგით მეოთხეა. წარდგენა მოხდა დეველოპერების საერთაშორისო კონფერენციაზე WWDC2010(სან ფრანცისკო, ა.შ.შ, 7-11 ივნისი) სტივ ჯობსის მიერ.

განსხვავებით ჭორებისგან, სუპერსიახლეს სახელად iPhone 4 დაარქვეს და არა iPhone 4G ან iPhone HD. მოკლედ კომპანიამ აბრევიატურა HD (High Definition, “მაღალი გარჩევადობა) არ გამოიყენა მისი მართლაც მაღალი ხარისხის მოწყობილობისათვის.

ბადურა

მოდით ვნახოთ: აპარატი აღჭურვილია 3,5 დიუმიანი სენსორული დისპლეით IPS მატრიცაზე მულტითაჩის მხარდაჭერით, აქვს 800:1 კონტრასტულობა და 640×960 პიქსელი წერტილოვანი გარჩევადობა (326 dpi) სიზუსტით. ჯერ არც-ერთ ტელეფონს არ ქონია ამის მსგავსი მონაცემები. ამ ეკრანს Apple – Retina-ს უწოდებს (ბადურა) იმიტომ რომ ცალკეული პიქსელების დანახვა შეუძლებელია ნორმალური სამუშაო მანძილიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტექსტი და სურათები გამოიყურება ისე თითქოს დაბეჭდილია ხარისხიან ქაღალდზე კარგი პრინტერის მიერ.

აპარატს აქვს 5-მეგაპიქსელიანი კამერა შუქდიოდური გაელვებით და HD-ვიდეოს 720p (1280×720, 30 კადრი წამში) ხარისხში ჩაწერის შესაძლებლობით.

ვიდეოზარები

ახალი აიფონს შეუძლია ვიდეოზარის განხორციელება: მის წინა პანელზე განთავსებულია კამერა 0,3 მეგაპიქსელიანი მატრიცით. თუმცა არის ერთი მომენტი: ვიდეოტელეფონია ხორციელდება FaceTime პროგრამის საშუალებით, რომლითაც დარეკვა მხოლოდ WiFi-ქსელებიდან არის შესაძლებელი, თუმცა Apple მუშაობს ოპერატორებთან, რომ ასეთი შესაძლებლობა მათი ქსელებითაც განხორციელდეს. FaceTime საშუალებას გვაძლევს გადავრთოთ წინა და უკანა ვიდეო რომ მოსაუბრეს დავანახოთ ჩვენს გარშემო სივრცე.

ოლეოფობია

წინა და უკანა პანელები iPhone 4-ში შესრულებულია ალუმინის სილიკატითა და შუშით ოლეოფობური დამცავი ფენით, რომელიც “30-ჯერ უფრო მყარია ვიდრე ნებისმიერი პლასტმასი და პრაქტიკულად არ იჩხაპნება” ამასთანავე არ უშლის ხელს რადიო ტალღების მიღება/გადაცემას. აპარატის კორპუსს აქვს უჟანგავი ფოლადის სალტე, რომელიც ანტენის როლს თამაშობს უკაბელო და ფიჭური ქსელებისათვის.

ტელეფონი ორი ფერით ვარიაციაში გამოვა, თეთი და შავი. ასევე შესაძლებელი იქნება სხვა და სხვა ფერის სალტეების შეძენა რომელიც უბრალოდ შემოეჭდობა არსებულ ფოლადის სალტეს როგორც თხელი ლენტი. აღნიშნული აქსესუარის სახელია ბამპერი (Bumper)

7, 14, 300, 10 და 6 საათი

iPhone 4 მუშაობს შემდეგი პარამატერების ქსელებთან: GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მჰც და UMTS/HSDPA/HSUPA 850/900/1900/2100 მჰც.

არის WiFi კონტროლერი (IEEE 802.11b/g/n), Bluetooth ადაპტერი 2.1+EDR, GPS თანამგზავრული ნავიგაცცის მიმღები, ციფრული კომპასით. აქსელერომეტრი და სამ ღერძიანი გიროსკოპი, რომელც აღიქვამს აპარატის გადაადგილებას სივრცეში ექვსი მიმართულებით (რაც თამაშებისთვის არის ყველაზე სასურველი) არის კიდევ ორი სენსორი – მიახლოების და განათების. ასევე არის სტერეოყურსასმენების ბუდე და მეორე მიკროფონი რომელიც ხმის ჩაწერის ხარის დრამატულად აუმჯობესებს.

მიუხედავად იმისა რომ ახალი აიფონი რამდენადმე თხელია ძველზე (9,3 მმ) Apple-მა დააყენა ახალი თაობის უფრო მძლავრი აკუმულატორი, რომლითაც 3G ქსელში შეიძლება 7 საათის განმავლობაში საუბარი და 14 საათი 2G ქსელებში, 300 საათი მოლოდინის რეჟიმში, 10 საათი ინფორმაციის გადაცემისას WiFi ქსელებში და 6 საათი 3G ქსელში. ამის გარდა არის 40 საათი მუსიკის მოსმენისათვის და 10 საათი ვიდეოს გასაშვებად.

microSIM, გაბარიტები, მეხსიერება, პროცესორი

ჩვეულებრივი სიმ ბარათი უკვე წარსულს ჩაბარდა: გათვალისწინებულია მხოლოდ ახალი ფორმატის microSIM სლოტი.

სმარტფონის ზომებია: სიგანი 58,6 მმ. სიგრძე 115,2 მმ. წონა 137 გრამი.

ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოდული iPhone 4-ში შეიძლება იყოს 16 და 32 გიგაბაიტი.

სმარტფონის პროცესორი იგივეა რაც iPad-ის პროცესორი Apple A4. მოწყობილობა იმართება შემდეგი თაობის iPhone OS 4-ით, რომლის ახალი სახელია iOS 4.

როდის, სად, რამდენად

გაყიდვაში ეს სიახლე 24 ივნისს გამოვა ქვეყნებში: ა.შ.შ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იაპონია. ივლისის ბოლომდე აპარატის შეძენა შესაძლებელი იქნება: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, კანადაში, დანიაში, ფინეთში, ჰონკონგში, ირლანდიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ლუქსემბურგში, ნორვეგიაში, ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, სამხ. კორეაში, ესპანეთში, შვედეთსა და შევეიცარიაში. სექტემბრის ბოლოსკენ კი ის 88 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი.

აპარატის ფასი ამერიკაში იქნება 199 დოლარი და 299 დოლარი მეხსიერების შესაბამისად. წინასწარი შეკვეთები 15 ივნისიდან იქნება შესაძლებელი (ამასთანავე 8 გიგაბაიტიანი 3GS უკვე 100 დოლარად იყიდება) აღნიშნული ფასები მოქმედებს მხოლოდ  ოპერატორთან კონტრაქტის გაფორმების პირობებში.

ოფიციალური ვიდეო

httpvhd://www.youtube.com/watch?v=ju2Br87wTbI