Metal Gear Solid: Rising

Games

თამაშის სიუჟეტი ვითარდება Metal Gear Solid 2: Sons of Liberty–ის და Metal Gear Solid 4: Guns of the Patriots–ს შორის. შემქმნელების თქმით, ახალი თამაში სერიალის თაყვანისმცემლებს აუხსნის, თუ რატომ გახდა მეოთხე ნაწილის გმირი, სახელად რაიდენი (Raiden), კიბერნინძა.

პროექტის ხელმძღვანელმა მინეშ კიმურამ (Minesh Kimura) დაადასტურა ზემოთთქმული და დაამატა, რომ მომავალ თამაშში გაერთიანებული იქნება რამდენიმე ჟანრი. მიუხედავად იმისა, რომ Metal Gear Solid: Rising შეიძლება მივაკუთვნოთ hack and slash ჟანრს, ასევე მასში იქნება stealth–ის ელემენტები. გარდა ამისა, ახალი თამაში ბევრად უფრო «სწრაფი» იქნება ვიდრე მისი წინამორბედები. რაიდენის მთავარ იარაღს — ხმალს — როგორც თამაშის მწარმოებლები იუწყებიან დაემატება რამდენიმე სხვა ტიპის იარაღიც.

ჯერჯერობით თამაშის შესახებ სხვა ინფორმაცია და გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ თამაში გამოვა შემდეგი პლადფორმებისთვის: PlayStation 3, Xbox 360 და PC.

გთავაზობთ თამაშის პირველ გეიმფლეი რგოლს:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=UkC-YKBFYPw

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.