Motorola Milestone XT720: ფლაგმანური Android-სმარტფონი ევროპისთვის

კომპანია Motorola-ამ წარმოადგინა ფლაგმანური «გუგლფონი» Milestone XT720, რომელიც განკუთვინილია ევროპული ბაზრისთვის. სიახლე დიზაინით ძალიან გავს «კორეულ» მოდელს MOTOROI.

Motorola Milestone XT720 აღჭურვილია 3,7-დიუმიანი სენსროული დისპლეით წერტილოვანი გაფართოვებით 480×854. ასევე მოწყობილობას გააჩნია 8-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, ქსენონის განათება და HD-ვიდოს 720p ფორმატში ჩაწერის ფუნქცია(24 კადრი წამში), HDMI შესაერთებლი, microUSB, 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენისთვის, Bluetooth 2.1+EDR მოდული, Wi-Fi (IEEE 802.11b/g) ადაპტერი, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, FM-ტუნერი, 256 მბ RAM, 512-მეგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება და microSD/microSDHC-ის ფორმატის მეხსიერების ბარათის სლოტი.

სიახლეს აქვს 550-მეგაჰერცული პროცესორი ARM Cortex-A8-ის არქიტექტურით, რომელიც მუშაობს Android 2.1-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, Google სერვისის და MOTONAV-ის სანავიგაციო სისტემის მხარდაჭერით.

მოდელი ფუნქციონირებს GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/190 მჰც და UMTS/HSDPA/HSUPA 1700/2100 მჰც ქსელებში. აკუმულატორი მოცულობით 1 390 მა/სთ  უზრუნველყოფს 320 საათამდე ავტომატურ მუშაობას მოლოდინის რეჟიმში და 4,5 საათამდე საუბრის რეჟიმში (3G-ქსელის პრიბებში).

სმარტფონის ზომები –– 60,9×115,95×10,9 მმ, წონა –– 160 გრ.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=oTvNuehLKpA

გამოყენებულია Motorola-ის მასალები.