შეიქმნა ადამიანის ტვინის მსგავსი ჩიპი

Science

არ არის გამორიცხული, რომ თანამედროვე ადამიანი მოესწროს ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების გამოჩენას და განვითარებას დედამიწაზე.

ევროპელმა მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა მიკროპროცესორი, რომელიც მუშაობს ზუსტად ისე, როგორც ადამიანის ტვინი. დეველოპერები აცხადებენ, რომ ჩიპი მუშაობს როგორც ტვინი, მხოლოდ მინიატურული. პროცესორი სიმულირებს 50 000 ნეირონის მოქმედებას. ეს ჩიპები შეიქმნა ადრე დამზადებული “ელექტრო ტვინის” საფუძველზე.

ჩიპი ფუნქციონალურად საკმაოდ ჩამორჩება რეალურ ტვინს, თუმცა მუშაობის პრინციპი ორივეს ერთნაირი აქვს, ასევე მიცროპროცესორი მოქმედებს 100 000–ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ადამიანის ტვინი.

“ჩვენ არ ვცდილობთ სრულფასოვანი ადამიანის ტვინის ანალოგის შექმნას, ჩვენი მიზანია ტვინის სტრუქტურის კომპიუტერულ ტექნოლოგიაში რეპროდუქცირება. ესეთი მიდგომა ერთის მხრივ, მოგვცემს საშუალებას უკეთ გავეცნოთ ადამიანის ტვინს და მეორეს მხრივ,  დავამზადოთ ისეთი მიკროჩიპები, რომლებსაც შეეძლებათ ერთდროულად ათასობით ინფორმაციის დამუშავებას”, — განაცხადა გერმანიაში ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის ნეიროფიზიკოსმა, კარლჰაინც მეიერმა (Karlheinz Meier).

მეცნიერების თქმით, იმისთვის, რომ ჩიპმა მიაღწიოს ადამიანის ტვინის დონეს, საჭიროა რამდენიმე ათასი ახალი პროცესორის გაერთიანება და კომბინირებული მუშაობა, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი მილიარდზე მეტი (ადამიანის ტვინის ნეირონების რაოდენობა) ნეირონის მოქმედების სიმულირება.

11 thoughts on “შეიქმნა ადამიანის ტვინის მსგავსი ჩიპი

  1. ხოო. საინტერესოა ვერაფერს იტყვი … მადლობა ესეთი საინტერესო სიახლისთვის 😉

  2. მაიტა ვიჩალიჩოთ რომ რუსებში დანერგონ რო იქნება რამე ეშველოთ…

  3. რუსებს რა ეშველებათ მაგას ნამდვილად ვერ გეტყვი :), მაგრამ ხელოვნური ინტელექტი მანდვილად უდიდესი ნაბიჯია მეცნიერების განვითარებაში

  4. არა რა, არა! არ შეიძლება მეცნიერების ყოველი მიღწევა კარგ რამედ ჩაითვალოს. თუ ადამიანის მსაგვას იფიქრებს, მასზე სწრაფად და ძლიერი იქნება, წარმოიდგინე რა მალე გაანადგურებს ისედაც საფრთხის ქვეშ მყოფ სიცოცხლეს. 🙁

  5. dj-guro, რობოტების და ადამიანების ომი ძირითადა მხატვრულ ფილმებშია, ასე რომ მე მხარს ვიჭერ მეცნიერების ყოველმხრივ განვითარებას

  6. dj-guro, რობოტების და ადამიანების ომი ძირითადად მხატვრულ ფილმებშია, ასე რომ მე მხარს ვუჭერ მეცნიერების ყოველმხრივ განვითარებას +1
    მეცნიერება ზოგადად სწრაფი ტემპით ვითარდება და ეს ძალიან კარგია 🙂

  7. მეც ვუჭერ მხარს მეცნიერების ყოვლემხრივ განვითარებას, და თუ ომი იქნება მაშინ გაიმარჯვოს უძლიერესმა 🙂

  8. “ომი იქნება მაშინ გაიმარჯვოს უძლიერესმა” – ისინი არ არიან მუტანტები, ეს შემდეგი საფეხურია განვითარებაში – ჰომო ნოვუს! გადარჩება უძლიერესი. ხოდა იცოდე, ეს ჩვენზე არაა. @ მეტრო 2033

    გადაავლეთ თვალი კინოებს: სუროგატები, მატრიცა 3. ასევე გთხოვთ იხილოთ დისქოვერის დოკუმენტური ფილმი “სამაყაროს 10 შესაძლო აღსასრული”

  9. სამყაროს 10 აღსასრული და მსგავსი ინფორმაციები ხალხის კომპოსტირება უფრო მგონია ვიდრე სინამდვილე. თუ დისქოვერიმ გადაიღო დოკუმენტური ფილი სამყაროს აღსასრულის შესახებ, ესეიგი დავღუპულვართ და ეგაა ჩემო dj-guro 🙂

  10. ჰო მაგრამ დისკოვერი რა შუაშია…
    მსოფლიოს რელიგიების 99% სამყაროს აღსასრულის შიშით არ აკომპოსტირებს ხალხს?
    საშიში ის არის რომ როცა რელიგიები იქმნებოდა მხოლოდ ღმერთს შეეძლო დედამიწის განადგურება და ახლა ეს ადამიანსაც შეუძლია, ამიტომაც არის საშიში ამ იდეოლოგიამ მართლა არ მიგვიყვანოს აღსასრულადმე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.