VirtualBox 3.2: უკვე შეიძლება გავუშვათ MacOS X ვირტუალურ მანქანაში, როგორც windows ასევე linux-ზე

Software

წარმოუდგენლად ჩუმად შედგა virtualbox-ის ახალი ვერსიის რელიზი, რომელშიც პირველად განახორციელეს MacOSX-ის ვირტუალურ მანქანაში გაშვების ფუნქცია ოფიციალურად, ორიგინალური დისკიდან და არა ჰაკინტოშით.

MacOS- ის ლიცენზიური შეთანხმება ითვალისწინებს ორ შეზღუდვას:

  1. ვირტუალურ მანქანაში შეიძლება მხოლოდ MacOS X Server-ის გაშვება. ამავდროულად ფიზიკურად შეიძლება ჩვეულებრივი ვერსიის დაყენებაც მაგრამ ლიცენზიის დარღვევით.
  2. MacOS X Server ვირტუალური მანქანის გაშვება შეიძლება მხოლოდ Apple-ის აპარატურაზე. თუმცა აქაც შეიძლება ნებისმიერ მანქანაზე გავუშვათ (მაგრამ თუ პროცესორი არ არის იმ სიაში რომელსაც მხარს უჭერს Apple, მაგ Pentium D, AMD ან i3 – საჭირო გახდება ბირთვის შეცვლა) მაგრამ ამითაც დაირღვევა ლიცენზიური შეთანხმება.

მიმდინარე მომენტში მხარდაჭერა ექსპერიმენტულია. კერძოდ, Oracle, ჯერ ჯერობით არ აწარმოებს guest additions პაკეტს, რომელიც არის დრაივერების პაკეტი ვირტუალური მანქანის მხარდაჭერისათვის და აპარატული რესურსების სწორად გამოყენებისათვის. Guest Additions-ის გარეშე დაყენებული Mac OS X განიცდის პრობლემებს გარჩევადობის გადართვისას, არ არის ქსელი და ხმა (ქსელი შესაძლოა ზოგან ამუშავდეს) დეველოპერები გვპირდებიან, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე გვექნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.