კომპანია Amazon–მა მეორე კვარტალში ფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა უჩვენა.

მიმდინარე წლის აპრილიდან ივნისამდე უმსხვილესმა იმტერნეტ–მაღაზიამ გამოიმუშავა $6,6 მლრდ, რაც 41%–ით მეტია წინა რეზულტატთან შედარებით. ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვების მაჩვენებელმა იმატა 46%–ით და მიაღწია $3,6 მლრდ–ს; $3 მლრდ შემოსავალი საერთაშორისო ბაზარზე რეალიზირებული პროდუქციიდან — 35%–ით მეტი, ვიდრე 2009 წლის მეორე კვარტალში.

Amazon–ის სუფთა მოგება გაიზარდა 45%–ით — $207 მლნ, ანუ ერთი ფასიანი ქაღალდი 45 ცენტი. შედარებისთვის: ერთი წლით ადრე კომპანიის საწარმოო მეგება იყო $142 მლნ, რაც აქციაზე 32 ცენტის ეკვივალენტია. ინტერნეტ–მაღაზიამ ანალიტიკოსების მოლოდინი არ გაამართლა, რომლებიც ერთი ფასიანი ქაღალდის 54 ცენტამდე გაზრდას ვარაუდობდნენ.

წიგნების, კომპაქტ–დისკების და სხვა საკანცელარიო ნივთების კვარტალური გაყიდვა გაიზარდა 18%–ით — $2,9 მლრდ. ელექტრონიკის და სხვა პროდუქტების რეალიზეის მოცულობამ იმატა 69%–ით და მიაღწია $3,5 მლრდ–ს.

მიმდინარე კვარტალში Amazon მოელოდა $6,9–დან $7,6 მლრდ–მდე მოგებას, რაც 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით 27–40%–ით მეტი იქნებოდა.

Amazon–ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი (Jeff Bezos).

წყარო Amazon.