Assassin’s Creed: Brotherhood-ის ევრორელიზი შედგება 19 ნოემბერს

Games

სათავგადასავლო ექშენი Assassin’s Creed: Brotherhood ევროპაში გამოვა 2010 წლის 19 ნოემბერს, იუწყება გამომცემლობა Ubisoft.

Brotherhood მუშავდება Ubisoft–ის მონრეალის ფილიალში PC, PS3 და Xbox 360–თვის. სამივე პლატფორმისთვის პროექტი გამოვა ერთდროულად. ამერიკაში კი თამაში გამოჩნდება 16 ნოემბერს.

სიახლის სიუჟეტი არის Assassin’s Creed II–ის გაგრძელება. ეციო აუდიტორე დე ფერანცემ მიაღწია ასასინების ორდენის მწვერვალს. მამის მკვლელობის გამო შურისძიების შემდეგ მან დატოვა რომი და დასახლდა საგვარეულო რეზიდენციაში, თუმცა სიმშვიდე ვერ ჰპოვა: მამულს თავს დაესხნენ ბორჯიას საგვარეულოს მიერ დაქირავებული მკვლელები. კვდება ბიძა… დროა შეიარაღების და დედაქალაქში დაბრუნების.

Assassin’s Creed: Brotherhood–ის თრეილერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=fzIFBqbmD8I

წყარო Eurogamer.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.