ამერირელი დიზაინერი ამერიკან მაკგიის(American McGee) ახალ თამაშს ქვია Alice: Madness Returns, როგორც გამომცემლობა Electronic Arts (EA) იუწყება.

ამ პროექტზე ჯერ კიდევ წინა წლის ნოემბერში საუბრობდნენ. მაგრამ მაშინ სამწუხაროდ არანაირი გარკვეული ინფორმაცია მასზე არ არსებობდა, ისიც კი არ იყო ცნობილი ეს პროექტი რემეიქია თუ გაგრძელება თამაშისა American McGee’s Alice.

თამაშზე მუშაობს სტუდია Spicy Horse Games, ხოლო პროექტს თვითონ მაკგი მეთაურობს. თამაში გამოვა 2011 წელს პერსონალურ კომპიუტერზე, PS3 და Xbox 360-ზე.

ალისას საოცრებების სამყაროში ჩვენი პირველი მოგზაურობის შემდეგ 10 წელი გავიდა, მთელი ეს პერიოდი ალისა საგიჟეთში იყო.”ყვითელ სახლში” იგი მოხვდა მას შემდეგ რაც მან თვითმკვლელობა სცადა, მას მერე რაც მთელი ოჯახი მოუკვდა, ხანძრისას. მაგრამ გადის დრო და ექიმებმა ის გამოწერეს ერთ-ერთი ფსიქიატრის მეთვალყურეობით, იმის იმედით, რომ ამის მერე მაინც განთავისუფლდება მთავარი გმირი საშინელი კოშმარებისაგან. მაგრამ ალისა მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს, გაიგოს მისი მშობლების სიკვდილის რეალური მიზეზი და ამის გამო ის ბრუნდება საოცრებათა ქვეყანაში…

httpvhd://www.youtube.com/watch?v=ZgabA1HM5Dw

წყარო: Electronic Arts.