Google–ის კვარტალური მოგება გაიზარდა

Google ბიზნესი

Google–ის დამაარსებლები ლარი პეიჯი (მარცხნივ) და სერგეი ბრინი (მარჯვნივ).

გომპანია Google-მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიში.

სამი თვის განმავლობაში საძებარმა მონსტრმა მიიღო $6,82 მლრდ შემოსავალი, რაც 24%–ით აღემატება 2009 წლის  მეოთხე კვარტლის შემოსავალს — $5,52 მლრდ.

Google–ის სუფთა მოგებაც გაიზარდა ზუსტად 24%–ით. თუ გასულ წელს კომპანიამ გამოიმუშავა $1,48 მლრდ, დღეს ეს მაჩვენებელი არის $1,84 მლრდ.

მესამე კვარტალში Google–ის მოგებამ გადააჭარბა $4,50 მლრდ, ასევე $2,06 მლრდ პარტნიორი საიტებიდან, რომლებიც იყენებენ AdSense–ს.

თუმცა, მოგების ზრდის მიუხედავად, Google–ის აქციების ფასმა დაიკლო 4,21%–ით. ფასის დაკლება გამოიწვია იმან, რომ ანალიტიკოსები წინასწარმეტველებდნენ უფრო მაღალ რეზულტატს.

დღეს Google–ში მუშაობს დაახლოებით 21,8 ათასი ადამიანი. გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით თანამშრომლების რიცხვი გაიზარდა 1 200–ით.

წყარო Google.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.