Panasonic-მა წარმოადგინა ფოტოკამერები Lumix FZ100 და FZ40 24-ჯერადი მასშტაბირებით

კომპანია Panasonic-მა გააფართოვა Lumix ფოტოაპარატების სერია მოდელებით DMC-FZ100 და 14,1-მეგაპიქსელიანი მატრიცით.

წარმოდგენილ კამერებს აქვს ახალი ოპტიკა Leica DC Vario-Elmarit 24-ჯერადი მასშტაბირებით და ფოკუსური მანძილით 25-600 მმ ეკვივალენტში 35-მილიმეტრის ფირის მოწყობილობისთვის. ფოტოაპარატები აღჭურვილია ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზაციის სისტემით Power O.I.S., ასევე აქვთ სახეების ამოცნობის და სცენის არჩევის ინტელექტუალური ფუნქცია.

ორივე მოდელს აქვს 3-დიუმიანი დისპლეი; ამასთან მოდელ DMC-FZ100-ის ეკრანი უკან ტრიალდება. კამერების აღჭურვილობაშია – 4-ჯერადი ციფრული მასშტაბირება, დაახლოებით 40 მბ ინტეგრირებული მეხსიერება, SD/SDHC/SDXC ფორმატის ფლეშ-კარტის  სლოტი, ინტერფეისი HDMI და USB 2.0 პორტი.

ძველ ვერსიას, Lumix DMC-FZ100-ს შეუძლია ჩაწეროს  ვიდეორგოლები Full HD ხარისხში გაფართოებით 1920×1080 პიქსელი. ხოლო მოდელს DMC-FZ40 აქვს 720p ფორმატის ვიდეოს მხარდაჭერა, გაფართოებით 1280×720 წერტილი.

აპარატების გაყიდვა დაიწყება მომავალ თვეში, ორიენტირებული ღირებულება იქნება 500 ან 400 დოლარი.

გამოყენებულია Panasonic-ის მასალები.