Pantech P4000 და P1000: ტელეფონები სიმ–ბარათის ორი სლოტით

Hardware

ტელეფონი Pantech P4000

კომპანია Pantech–მა იტალიის ბაზარზე წარმოდგინა თავისი პირველი ტელეფონი ორი სიმ–ბართის სლოტით, რომელსაც შეუძლია ორი ფიჭური ქსელის ოპერატორთან ერთდროულად მუშაობა.

მოდელ P4000–ს აქვს, 3-დიუმიანი სენსორული ეკრანი წერტილოვანი გაფართოვებით 240×400 (WQVGA), FM-ტუნერი RDS–ის მხარდაჭერით, Bluetooth 2.0 მოდული, 3,2–მეგაპიქსელიანი კამერა და microSD ფორმატის მეხსიერების ბარათის სლოტი. აკუმულატორი 1 000 მა/სთ–ზე უზრუნველყოფს ოთხ საათნახევრამდე მუშაობას ავტომატურ რეჟიმში. მოწყობილობას აქვს GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მჰც ქსელების მხარდაჭერა.

ტელეფონი Pantech P1000 აღჭურვილია, 1,6 დიუმიანი დისპლეით წერტილოვანი გაფართოვებით 128×160, 1,3–მეგაპიქსელიანი კამერით, Bluetooth-ადაპტერით, 3,5 მმ–ანი ბუდით ყურსასმენის შესაერთებლად, FM-ტუნერით და microSD–სლოტით. სიახლე განკუთვნილია GSM/GPRS/EDGE 900/1800 მჰც ქსელებისთვის.

მოწყობილობების ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

ტელეფონი Pantech P 1000

httpvhd://www.youtube.com/watch?v=xdafmB61VbQ

გამოყენებულია Unwired View–ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.