რითმ-არკადა Rock Band 3 გამოვა 2010 წლის ოქტომბერში, იტყობინებიან დეველოპერები Harmonix-დან.

“მსოფლიო პრემიერა შედგება 26 ოქტომბერს”, — დააზუსტა გამომცემლობა MTV Games-მა.Electronic Arts-მა, რომელიც პროექტის დისტრიბუციაზეა პასუხისმგებელი, განაცხადა რომ მთლიანი ვერსია, ტომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი გამოვა 29 ოქტომბერს. პროექტი იქმნება Xbox 360, PS3, Nintendo Wii და DS-ისათვის.

თამაშის შემქნელები PR განყოფილებასთან ერთად ერთ ხმაში აცხადებენ რომ ეს თამაში კიდევ ერთხელ გადაატრიალებს მუსიკალური თამაშების ინდუსტრიას. კონკრეტულად რას გულისხმობენ ისინი ჯერ-ჯერობით გაუგებარია. რადგან თამაშის პრინციპი იგივე რჩება, უნდა აირჩიო სასურველი მუსიკა და უნდა ჩაჯდე ტაქტში.

თუმცა რა თქმა უნდა თამაშში სიახლეებიც არის. თამაშში გამოჩნდება კლავიშის კონტროლერის მხარდაჭერა, რომელიც იქნება პიანინოს/ სინთეზატორის როლში. ასევე როგორც ცნობილია თამაშში იქნება Pro mode სადაც პლასმასის ინსტრუმენტების მაგივრად, ჩვეულებრივი ექვს სიმიანი გიტარის გამოყენება იქნება შესაძლებელი. “ეხლა თქვენ უკვე მარტო ღილაკებძე ჭერა კი არ მოგიწევთ არამედ შეძლებთ ნამდვილი გიტარის ათვისებასაც” — ღიმილით აცხადებენ მწარმოებლები.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=nmWJNidyqKM

წყარო: Eurogamer.