Inteli და Nokia ქმნიან ერთობლივ ინოვაციურ ცენტრს

Science

Intel-მა, Nokia-ამ და ოულუს უნივერსიტეტმა, დღეს, განაცხადეს ერთობლივი ინოვაციური ცენტრის შექმნის შესახებ (Intel and Nokia Joint Innovation Center).

პირვლე რიგში, ახალი სამეცნიერო სტრუქტურა იმუშავებს მობილური, სამომხმარებლო, ინტერფეისის დახვეწაზე, რომელიც შემდგომში პორტატული მოწყობილობებისა და გაჯეტების შესაძლებლობების ზრდის საშუალებას იძლევა. საინტერესო და პერსპექტიული პროექტების რიცხვში შედის ადამიანის 3D-ჰოლოგრამიანი გამოსახულების შექმნის სისტემა, რომელიც შესაძლებელია დაპროექტდეს მობილური აპარატებისათვის; მუშაობის მიზანია მომხმარებლის რაც შეიძლება მეტი ჩართულობა ურთიერთობის დროს.

მუშაობის კიდევ ერთი მიმართულება იქნება მობილური პროგრამული პლადფორმის MeeGo-ს განვითარება, რომელშიც შედის Moblin-სა და Maemo-ს კომპონენტები. ლაბორატორიის მრავალ პროექტს ამ სფეროში ექნება ღია ლიცენზია.

ცენტრი განთავსდება ოულუს უნივერსიტეტის Center for Internet Excellence-ის მოწინავე ტექნოლოგიური პარკის კომპლექსში. სასტარტო ეტაპზე მისი პერსონალის რაოდენობა იქნება 24 ადამიანი.

წყარო Intel.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.