Nokia Mini Speaker MD-11-ის ფასი შეადგენს €25-ს.

კომპანია Nokia-ამ წარმოადგინა ჯიბის დინამიკი Mini Speaker MD-11.

მოწყობილობა მობილურ ტელეფონს უერთდება, ჩვეულებრივი, 3,5 მილიმეტრიანი პორტით. გარდა ამისა თვითონ დინამიკს გააჩნია ანალოგიური კონექტორი, რისი საშუალებითაც შესაძლებელია მეორე დინამიკის შეერთება. შედეგად, როგორც ფინურ ვენდორს მიაჩნია, მომხმარებელი იღებს «სტერეოხმას».

მოწყობილობა იკვებება სამი AAA-ელემენტით, რომელიც უზრუნველყოფს მის ავტონომიურ მუშაობას 30 საათამდე. ბგერის სიმძლავრე — 3 ვტ.

დინამიკის ზომები — 50,2×76,5×76,5 მმ, წონა — 160 გრამი (ელემენტით).

წყარო Nokia.