ქალები მამაკაცებზე მეტად იტანჯებიან ტკივილით

Science

Behavioral Medicine Institute of Atlanta-ს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხშირად ინტერნსიური და ხანგრძლივი ტკივილები უფრო ქალებს აქვთ ვიდრე კაცებს.

ტკივილი ითვლება ქრონიკულად თუ ის ექვს თვეზე მეტ ხანს გრძელდება არ ყუჩდება წამლებით და სამედიცინო მკურნალობას არ ექვემდებარება.

გამოკვლევებმა აჩვენეს, ქალებს ნახევარზე მეტ შემთხვევაში აწუხებთ თავის, კისრის, მუხლების და ზურგის ტკივილი. ციებ-ცხელებით ქალებს ორჯერ უფრო ხშირად აქვთ ვიდრე კაცებს. სხვა ქრონიკული ტკივილის გამომწვევ დაავადებათა შორისაა ფიბრომიალგია, გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი და რევმატოიდული ართრიტი. კიდქაევ ერთი რამ, რაც მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ქალებს ხშირად რამდენიმე ქრონიკული დაავადება ერთად აქვთ.

ჯენიფერ კელის ვარაუდით, რომელიც ამ კვლევებს ხელმძღვანელობდა, ქალებში გავრცელებული ქრონიკული ტკივილები ჰორმონებითაა გამოწვეული. მაგალითად სრულიად ზუსტადაა დადგენილი რომ ციებ-ცხელების წარმოქმნაში უდიდეს როლს თამაშობს ესტროგენი. როგორც კი გოგონა მომწიფდება, მის ორგანიზმში იცვლება ჰორმონალური ფონი და ტკივილის გრძნობა იზრდება და ასევე ქრონიკულობის პერიოდიც. მაშინ, როდესაც ამ ასაკამდე ახალგაზრდებს სტაბილური ტკივილეი აქვთ და მისი სიმძლავრეც არც ისე ჩქარა იმატებს.

აღსანიშნავია ასევე, რომ ქალები ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ თავისი მდგომარეობის ემოციურ მხარეზე და იქიდან გამომდინარე, რომ ეს ემოციები ნეგატიურია ისინი დაავადებას უფრო მძიმედ იტანენ. კაცები კი კონცენტრირდებიან ფიზიკურ შეგრძნებებზე, ამიტომ ტკივილი გადამეტებულად არ აღიქმება. თუ ქალები ტკივილს აღიქვამენ, როგორც რაღაცას რისი მართვაც შეუძლიათ, მაშინ ციებ–ცხელების და სხვა დარღვევების გადატანა გაადვილდება.

წყარო:Daily Telegraph.

2 thoughts on “ქალები მამაკაცებზე მეტად იტანჯებიან ტკივილით

  1. მე სულ ვამბობ რომ ბედნიერი ვარ რომ მამაკაცი ვარ. ერთი გაპარსვა მინდა მარტო. 🙂

  2. 😀 😀 მაგასაც შეიძლება ეშველოს… ისე საინტერესო სტატიაა და საკმაოდ ლოგიკურიც 😉

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.