Samsung I9008 Galaxy S: ფლაგმანური Android-სმარტფონი

Samsung

კომპანია Samsung გამოსაშვებად ამზადებს ფლაგმანურ სმარტფონს I9008 Galaxy S, რომელიც გაკუთვნილია ფიჭური ოპერატორის China Mobile–ის აბონენტებისთვის.

სიახლეს გააჩნია GSM/GPRS/EDGE და TD-SCDMA ქსელების მხარდაჭერა.

სმარტფონს აქვს 4–დიუმიანი სენსორული ეკრანი, რომელიც შესრულებულია Super AMOLED–ის ტექნოლოგიით, 5–მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია 720p ფორმატში, 16 გბ ჩაშენებული მეხსიერება, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, Bluetooth მოდული ვერსია 3,0 და ა.შ. პროცესორის მუშაობის ტაქტური სიხშირე არის 1 გჰც, რომელიც მუშაობს Android 2.1–ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

გარდა ამისა, Galaxy S–ის თავის ვერსიას მიიღებს ოპერატორი China Telecom. მისი სმარტფონი იმუშავებს CDMA ქსელებში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში ხელმისაწვდომია Galaxy S–ის ოთხი კომუნიკატორი: Vibrant, Captivate, Epic 4G და Fascinate, ხოლი სამხრეთ კორეისთვის განკუთვნილია SHW-M110S Galaxy S.

გამოყენებულია Samsung Hub–ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.