Goldman Sachs-ის ანალიტკოსების აზრით, კომპანია Apple-მა შესაძლოა გამოუშვას თავისი პლანშეტური კომპიუტერის iPad-ის ახალი ვერსია შემდეგი წლის მეორე კვარტალში.

შემდეგი თაობის iPad, როგორც ორგინალი მოდელი, აღჭურვილი იქნება 9,7-დიუმიანი სენსორული დისპელით. მოწყობილობა იქნება უფრო თხელი და მსუბუქი ვიდრე მისი წინამორბედი.

Goldman Sachs-ში ვარაუდობენ, რომ ახალი iPad-ის დამზადებისას გამოსწორებული იქნება ზოგიერთი ხარვეზი. კონკრეტულად საუბარია ჩაშენებულ კამერაზე და USB-პორტზე. ჭორების თანახმად მოწყობილობა მიიღებს ჩიპს ARM Cortex-A9-ის ბირთვზე, ხოლო ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იქნება 512 მბ.

ტრადიციულად სტივ ჯობსის კომპანია ჭორების შესახებ კომეტარს არ აკეთებს.

გამოყენებულია CNET News-ის და Wall Street Journal-ის მასალები.