კიბოს წარმოქმნის რისკი ადამიანის ჩასახვამდე ირკვევა

Science

შანსები იმისა, რომ ჩვენ თავიდან ავიცილებთ კიბოს, დამოკიდებულია ჩვენი დედების ქცევაზე ჩვენს ჩასახვამდე.

აქამდე, ექიმები თვლიდნენ, რომ ონკოლოგიური დაავადების გაჩენა დაკავშირებული იყო პოტენციური მსხვერპლის გენებთან და შეგნებულ ასაკში მის ქცევასთან. მაგრამ ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლის თანამშრომლებმა დაამტკიცეს, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის ფეხმძიმობამდე ცხოვრების დეტალებია.

აქ საუბარია მოწევაზე, კვებაზე, ალკოჰოლის მიღებაზე და ზედმეტ წონაზე.

მეცნიერები ურჩევენ მშობლებს, იზრუნონ იმაზე, რომ მათმა შვილებმა მომავალში ნაკლებად დააყენონ რისკის ქვეშ თავიანთი სიცოცხლე. ამისათვის დედებმა და მამებმა უფრო იშვიათად უნდა ჭამონ დაკონსერვებული პროდუქტები და ეცადონ თავი აარიდონ კონცეროგენული ქიმიკატების შემცველ პროდუქტებს. კარგი იქნება თუ ჩასახვამდე ქალები მოწევას დაანებებენ თავს, რადნან თუთუნის კვამლი ზრდის იმის რისკს რომ ბავშვი დაიბადება ნორმაზე დაბალი წონით. ექიმების თქმით, ბავშვები, რომლებიც იბადებიან წონის ნაკლებობით, მალევე იმატებენ წელის მიდამოებში, რაც საბოლოოდ ზრდის კიბოს წარმოქმნის შანსს.

მომავალმა დედებმა თავი უნდა აარიდონ ალკოჰოლს, მაგრამ არ უნდა დაავიწთდეთ  მინიმუმ 400მგ მარილის და რკინით გამდიდრებული საჭმლის დანამატების მიღება. ორსულობისას ასევე არ არის რეკომენდირებული ქალისთვის ნორმაზე 150-ით მეტი კალორიის მიღება, რადგან გოგონები, რომლებიც იბადებიან 4კგ-ზე მეტი წონის, რადგან ყველაზე ხშირად ამ შემთხვევაშია მკერდის კიბოს წარმოქმნის საშიშროება და წონის დამატებითი ყოველი 500გ 6%-ით ზრდის ონკოლოგიური დაავადების წარმოქმნის შანსს . კიბოსსაწინააღმდეგო ეფექტი აქვს მკერდით კვებას, ასე რომ მინიმუმ ნახევარ წლამდე დედებმა ბავშვი თავიანთი რძით უნდა კვებონ.

გამოყენებულია  Daily Mail-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.