NASA დედამიწის მაგნიტოსფეროს შესწავლას იწყებს

Science

MMS-ის ოთხი ზონდი.

NASA-ს სპეციალისტებმა დაასრულეს პროექტ  MMS (Magnetospheric Multiscale Mission)-ის განხილვა, რომელიც დედამიწის მაგნოსფერის შესწავლას გულისხმობს.

კრიტიკული ანალიზი გვაძლევს იმაში დარწმუნების საშუალებას, რომ პროექტში ყველა დეტალი გათვალისწინებულია და მზადაა რეალიზაციისათვის დანიშნულ დროს, ხოლო მოცემული აპარატების მახასიათებლები მოთხოვნების შესაბამისი იქნება. “ეხლა MMS-ის ბოლო წინაღობაც გადალახულია, — აცხადებს Goddard Space Flight Centre-ის თანამშრომელი მარკ ედრიანი (Mark Adrian). — ჩვენ უკვე შეგვიძლია აპარატურის შექმნის და ტესტირების დაწყება”.

პროგრამა MMS ითვალისწინებს ოთხი ერთნაირი ზონდის შექმნას, რომლებიც წარმოადგენენ კოსმოსურ სივრცეში მოძრავ “ტეტრაედრს”. მათი ძირითადი მიზანია ე.წ მაგნიტური გადაერთების შესწავლა — მოვლენა, რომლის დროსაც მაგნიტური ველის ძალის ფენები ერთად იკრიბებიან და შემდეგ უცებ გადაეწყობიან რა დროსაც გამოყოფენ ენერგიას სითბოს და დამუხტული ელემენტების კინეტიკური ენერგიის სახით. მაგნიტური გადაერთება თამაშობს უმთავრეს როლს მზის პატარა აფეთქებების წარმოქმნაში და დედამიწის პოლარულ ნათებებში; ის ასევე მნიშვნელოვნად ართულებს პლაზმის მაგნიტური შეჩერების ბირთვული სინთეზის ექსპერიმენტებს. ამას გარდა MMS-ის ზონდებმა უნდა შეისწავლონ ნაწილაკების აჩქარების თანმდევი პროცესები და გაარკვიონ, თუ რითია დაკავშირებული ის პლაზმის ტურბულენტობასთან.

ზონდების ბორტზე დამონტაჟებული იქნება პლაზმის ელექტრულობის მახასიათებლების შემცვლელი ხელსაწყოები, მაგნიტომეტრები, ნაწილაკების დეტექტორები. ოთხივე აპარატს 2014 წლის აგვისტოში ორბიტაზე გაიყვანს ხომალდი Atlas V.

მაგნიტური გადაერთება იწვევს პოლარულ ნათებას:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=KMrfcn4ABt0

MMS ზონდების მოძრაობის მოდელირება:

წყარო: Space Fellowship.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.