მწვრთნელი უხსნის ფეხბურთელებს სათამაშო პოზიციას
გამომცემლობა Konami განაცხადა საფეხბურთო სიმულიატორის Pro Evolution Soccer 2011-ის დემო ვერსიის გამოსვლის შესახებ.
ერთი კვირის წინ, 8 სექტემბერს, დემო გამოჩნდა კონსოლურ ქსელ PSN-ში, თუმცა ის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ კონსოლურ სერვერ PlayStation Plus-ში ფასიანი დარეგისტრირების შემდეგ. დღევანდელი დღიდან საწყობი ღიაა ყველასათვის.
დემოში არის მხოლოდ ოთხი გუნდი: Barcelona, Bayern Munich, Chivas Guadalajara და Internacional; ბურთის გაგორება შესაძლებელია, როგორც ქსელში ასევე ერთი მოთამაშის რეჟიმში. სხვათა შორის, თამაშის უფასო ჩამოტვირთვა შეუძლიათ არა მხოლოდ PS3-ის მფლობელებს, არამედ PC-სა და Xbox 360-ის მომხმარებლებსაც.
შეგახსენებთ, თამაში გამოვა 8 ოქტომბერს შემდეგი პლატფორმებისათვის: PS3, PS2, PSP, Wii, Xbox 360 და PC. თამაში იწერება Konami-ის შიდა სტუდიაში, რომელიც ტოკიოში (იაპონია) მდებარეობს.
თამაშის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=Fnlv1d6J-PM
წყარო VG247.