RIM BlackBerry ამყარებს ახალ რეკორდს

ბიზნესი

RIM-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმი ბოლსილი.

კანადურმა კომპანიამ Research In Motion-მა (RIM) გამოაქვეყნა მიმდინარე ფინანსური წლის კვარტალური მოგების რეზულტატები.

სამი თვის განმავლობაში კომპანიამ მიიღო $4,62 მლრდ შემოსავალი, თუმცა ანალიტიკოსები $4,47 მლრდ-ს პროგნოზირებდნენ. წლიური გამოთვლებით RIM-ის მოგება გაიზარდა თითქმის მესამედით: 2010 ფინანსური წლის მეორე კვარტლში ვენდორმა გამოიმუშავა $3,53 მლრდ.

საერთო ჯამში მოგება მობილური მოწყობილობებიდან გაიზარდა 79%-ით, მასთან დაკავშირებული სერვისებიდან — 17%-ით, პროგრამული უზრუნველყოფიდან — 1%-ით.

Research In Motion-ის სუფთა მოგება 68%-ით. თუ 2010 ფინანსური წლის მეორე კვარტალში კომპანიამ მიიღო $475,6 მლნ (83 ცენტი ერთი ერთი ფასიანი ქაღალდი), დღეს ეს მაჩვენებელია — $796,7 მლნ ($1,46 ერთი ფასიანი ქაღალდი).

RIM-ში აღნიშნავენ, რომ მეორე ფინანსურ კვარტალში სმარტფონების გაყიდვების რაოდენობამ დაამყარა რეკორდი: კომპანიამ შეძლო გაეყიდა 12,1 მლნ მობილური მოწყობილობა. ეს 45%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. წლიური გამოთვლებით აბონენტების რაოდენობა გაიზარდა 56%, ანუ დღეისათვის სულ 50 მლნ მომხმარებელი; უკანასკნელ კვარტალში კომპანიის ახალი კლიენტი გახდა დაახლოებით 4,5 მლნ ადამიანი.

მესამე ფინანსურ კვარტალში RIM ელოდება 5,30-დან 5,55 მლრდ-მდე შემოსავალს.

წყარო Research In Motion.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.