შექმნილია ნეტბუქის, პლანშეტის და მობილური ინტერნეტ მოწყობილობის ჰიბრიდი

Hardware

კომპანია Always Innovating-მა წარმოადგინა  არაჩვეულებრივი გაჯეტი — ჰიბრიდული ტრანსფორმირებადი კომპიუტერი Smart Book.

აწყობილად სიახლე ჩვეულებრივ ნეტბუქს გავს. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ კლავიატური გამოძრობა და მუშაობა მოწყობილობასთან როგორც პლანშეტთან და რათქმაუნდა ბრძანებების შეყვანა სენსორული დისპლეის მეშვეობით ხდება.

უფრო მეტიც, ეკრანის ნაწილლ იკავებს განყოფილება მინი კომპიუტერისათვის, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ, მაგალითად, ინტერნეტში სამუშაოდ ან ვიდეოზარების განხორციელებაში IP-ტელეფონების ქსელში. კლავიატურაზე განთავსებულია USB–HDMI პორტი, ასევე მოყვება გამოერთებადი ფლეშ-ბრელოკი 2გბ მეხსიერებით.

Smart Book-ის “გულს” წარმოადგენს პროცესორი ARM Cortex-A8. კომპიუტერს აქვს 512მბ ოპერატიული მეხსიერება 256ფლეშ-მოდულით; მოწყობილობას კომპლექტში ასევე მოყვება MicroSD ბარათი 8გბ ტევადობით. ეკრანის დიაგონალია 8,9 დიუმი; აქვს უკაბელო კავშირის ადაპტერები Bluetooth 2.1 და Wi-Fi (802.11 b/g/n). პროგრამულ პლატფორმად შეიძლება გამოყენებული იქნებს Ubuntu, Android, Chrome OS ან საფირმო ოპერაციული სისტემა AIOS.

Smart Book-ის კომპონენტების ცალკე შეკვეთაც შესაძლებელია ან ერთად და ფასი შეადგენს 550 დოლარს.

აი თუ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=5ZASKwSJwGk

წყარო: Always Innovating.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.