ვიდეო თამაშების ამერიკული ბაზარი ისევ «მინუსშია»

Games ბიზნესი

კომპანია NPD-მა წარმოადგინა ამერიკის ბაზარზე ვიდეო თამაშების კვლევის აგვისტოს შედეგები.

გასულ თვეს ა.შ.შ-ს მცხოვრებლებმა კონსოლებში, პროგრამულ პროდუქტებსა და მსგავს აქსესუარებში დახარჯეს $818,9 მლნ. ეს მაჩვენებელი 10%-ით ნაკლებია გასული წლის მონაცემთან შედარებით. გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ვიდეო თამაშების ინდუსტრიამ აჩვენა ყველაზე ცუდი აგვისტოს შედეგი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

წლიური გამოთვლებით კონსოლებზე მოთხოვნა დაეცა 5%-ით, ანუ $14,7 მლნ, — $282,9 მლნ-დან. მწარმოებლებს თამაშებმა მოუტანეს $403,5 მლნ, რაც 14%-ით დაბალია 2009 წლის აგვისტოს რეზულტატთან შედარებით. აქსესუარების გაყიდვამ იკლო 6%-ით.

ორი თვე ზედიზედ ა.შ.შ-ში ყველაზე გაყიდვად კონსოლად რჩება Microsoft Xbox 360 — 356,7 ათასი კომპლექტი გაიყიდა გასულ თვეს. მეორე და მესამე ადგილს ინაწილებენ Nintendo DS და Nintendo Wii, შესაბამისად 342,7 და 244,3 ათასი ეგზემპლარი. კორპორაცია Sony-იმ განახორციელა 226,0 ათასი PlayStation 3-სა და 79,4 ათასი PlayStation Portable-ის რეალიზება.

ა.შ.შ-ში ყველაზე პოპულარული თამაშები გახდნენ ამერიკული ფეხბურთის სიმულიატორი Madden NFL 11, არკადი Super Mario Galaxy 2, მესამე სახის ექშენი Mafia II და არკადი New Super Mario Bros.

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ა.შ.შ-ს ვიდეო თამაშების ინდუსტრიამ მიიღო $8,37 მლრდ-ის შემოსავალი, რაც 8%-ით ნაკლებია გასული წლის ამავე პერიოდის რეზულტატთან შედარებით.

წყარო Gamasutra.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.