Acer პლანშეტურ კომპიუტერებს წარმოადგენს ნოემბერში

Acer-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირქტორი ჯანფრანკო ლანჩი (Gianfranco Lanci)

კომპანია Acer-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯანფრანკო ლანჩიმ (Gianfranco Lanci) განაცხადა, რომ პლანშეტური კომპიუტერების ანონსი შედგება შემდეგ თვეში.

პრეზენტაცია შედგება 23 ნოემბერს, რომელიც ჩატარდება ნიუ-იორკში (აშშ). გაჯეტის ღირებულება იქნება 300-დან 700 დოლარამდე მოდიფიკაციის შესაბამისად.

გენერალურ დირექტორს ჯანფრანკო ლანჩის მოწყობილობების მახასიათებლებზე არ უსაუბრია. თუმცა ინტერნეტ წყაროებზე დაყრდნობით Acer-ის პლანშეტურ კომპიუტერებს ექნებათ პროცესორები ARM-ის არქიტექტურით, ასევე 7 და 10 დიუმიანი სენსორული დისპლეი, ხოლო პროგრამულ პლატფორმად გამოყენებული იქნება Google Android-ის ოპერაციული სისტემა.

ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე წელს მთელი მსოფლიოს მაშტაბით გაყიდული იქნება 19,5 მლნ-მდე პლანშეტური კომპიუტერი. 2011 წელს ეს რიცხვი გაიზრდება 55 მლნ-მდე, ხოლო 2014 წლისთვის მაჩვენებელი აიწევს 200 მლნ-მდე.

გამოყენებულია Wall Street Journal-ის მასალები.