ავტონომიური რობოტი Gavia ანტარქტიდის წყალქვეშა საიდუმლოებს გახსნის

Science

ავტონომიური რობოტები ხშირად გამოიყენება ზღვის სიღრმეების შესასწავლად – გავიხსენოთ თუნდაც Autosub 6000, რომელიც იკვლევდა ჰიდროთერმულ წყაროებს კაიმანის სრუტეში. ამ სფეროში ბოლო ნამუშევარი ეკუთვნით კოლუმბიის ბრიტანული უნივერსიტეტის (University of British Columbia) მეცნიერებს. Gavia-ს დანიშნულება ანტარქტიდის გამოუკვლევი ტერიტორიების გამოკვლევაა.

რობოტის ზომებია 2,44 х 0,61 მ, ის აღჭურვილია ჰიდროლოკატორით რუკების შესაქმნელად, ციფრული კამერით, დინების გამზომით და ბევრი სხვა სენსორით. ამ დროისთვის რობოტი ანტარქტიდაშია მას ჯერ კიდევ ამოწმებენ – ავტონომიური წყალქვეშა აპარატების და მექანიკის სითხეების ლაბორატორიის უნივერსიტეტის სპეციალისტები (University of British Columbia’s Autonomous Underwater Vehicle and Fluid Mechanics group) ამზადებენ მას სამუშაოსათვის.

თუ მომზადებამ კარგად ჩაიარა, მაშინ უახლოეს მომავალში Gavia ჩაეშვება ყინულის საფარის ქვეშ 100 მეტს სიღრმეში ერებუსის (ყინულოვანი ვულკანი ანტარქტიდაში) ქვეშ და შეაგროვებს ინფორმაციას 12 ნოემბრამდე. კვლევის შედეგებსაც აუცილებლად გაგაცნობთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.