12 წლის მოზარდი ალექს მილერი, ბრაუზერში ნაპოვნი ხარვეზის გამო, Firefox-ისგან 3 000 დოლარს მიიღებს. იმის შემდეგ, რაც Mozilla-მ გაზარდა, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, გადასახდელი თანხის რაოდენობა, ალექსიმ დაიწყო კვლევები ამ მიმართულებით. პირველად ჩატარებული ძიების შედეგად ნაპოვნი შეცდომის შესახებ ბიჭუნამ აცნობა კომპანიას, მაგრამ Firefox-მა ჩათვალა, რომ ნაპოვნი ხარვეზი არ იმსახურებდა კარგ ანაზღაურებას. ალექსიმ ისევ გააგრძელა ძიება. 10 დღის განმავლობაში დაახლოებით საათნახევარს ხარჯავდა ბიჭი შეცდომების საპოვნელად და ბოლოს შეცდომა მეხსიერებაში იქნა ნაპოვნი.

წყარო Mercurynews.