აფრიკის ფარგლებს გარეთ, ყველაზე ძველი Homo sapiens-ის ნარჩენები აღმოაჩინეს ჩინეთში

Science

ჩინელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს ადამიანის ქვედა ყბისა და სამი კბილის კვლევის შედეგები, რომელიც აღმოჩენილია 2007 წელს ჩჟიჟენის გამოქვაბულში ჩინეთის სამხრეთით.

ნარჩენები ეჭვქვეშ აყენებს ტრადიციულ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როდის გამოვიდნენ ჩვენი წინაპრები აფრიკიდან.

საქმე იმაშია, რომ ყბას აქვს ერთი უდაოდ თანამედროვე ნაწილი — წინ წამოწეული ყბა, თუმცა ის 60 ათასი წლით ძველია რიგით შმდეგ Homo sapiens-ის ნარჩენებზე რომელიც ჩინეთშია აღმოჩენილი.

ითვლება, რომ Homo sapiens აფრიკიდან გამოვიდა დაახლოებით 60 ათასი წლის წინ. ამის შემდეგ შედარებით ახალმა სახეობამ სწრაფად ჩაანაცვლა თავისი წინაპრები — Homo erectus და Homoneanderthalensis. ჩჟიჟენის გამოქვაბულში აღმოჩენილმა ნარჩენებმა კარდინალურად გადაწია უკან დროში მიგრაციის დაწყების დრო (130-100 ათასი წლის წინ) და საშუალებას იძლევა, იმის თქმისა, რომ ადამიანი აქტიურად ერწყმოდა სხვა სახეობებს 50-60 ათასი წლის განმავლობაში. მაგრამ რატომ რჩებოდა ის ამდენ ხანს აზიაში და ევროპაში 50-40 ათასი წლის წინ გადმოვიდნენ? უცნობია!

უფრო მეტიც, ირკვევა, რომ მამრობითი მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა, რომლებიც ანატომიურად თანამედროვე ადამიანს გვანან ჩავიდნენ ჩინეთში იმაზე უფრო ადრე ვიდრე Homo sapiens-მა ადამიანურად ქცევა დაიწყო. ზემოთ ნახსენების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი სიმბოლური აზროვნების ქონაა. ჩინეთში ნახატები, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვადასხვა საგნებს, ადამიანებს და მოვლენებსაც კი გამოჩნდა 30 ათასი წლის წინ.

თუმცა, ბევრი არ ეთანხმება ერიკ ტრინკაუსას დასკვნებს ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან სენტ-ლუისში (ა.შ.შ) და მის კოლეგებს. მაგალითად, ვისკონსინის უნივერსიტეტის (ა.შ.შ) პალეონტოლოგი ჯონ ჰოკსი თვლის, რომ ყბა ზუსტად შეესაბამება ნეანდერტალის გაბარიტებს, ხოლო მისი მახასიათებლები გავს თანამედროვე ადამიანისას, ამიტომ ინტერპრეტაციისას უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ. “მე მგონია, რომ ისინი, სავარაუდოდ მართლები არიან, მაგრამ უფრო მყარი არგუმენტების მიღება კარგი იქნებოდა”, — ამბობს ბატონი ჰოკსი. ყბა და სამი კბილი — სულ ესაა, სამწუხაროდ, რისი პოვნაც მოხერხდა გამოქვაბულში.

კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში.

გამოყენებულია National Geographic-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.