Sony-იმ წარმოადგინა მსოფლიოში პირველი ტელევიზორი Google TV პლატფორმაზე

Hardware

კომპანია Sony-იმ დააანონსა მსოფლიოში პირველი Full HD- ტელევიზორების ხაზი Google TV აპარატულ-პროგრამულ პლატფორმაზე.

შეგახსენებთ, რომ Google TV რეალიზირდება Android ოპერაციული სისტემით, Chrome-ით და Intel Atom CE4100– მიკროჩიპით. პლატფორმა იძლევა მარტივად ძებნის საშუალებას, ასევე გვაქვს საშუალება ტელევოზორის ეკრანით სხვადასხვა გასართობ თუ ინფორმაციულ ინტერნეტ რესურსებთან დაკავშირების.

Sony-ის ტელევორების ახალ ხაზში შევიდა ოთხი მოდელი — NSX-24GT1, NSX-32GT1, NSX-40GT1 და NSX-46GT1 — დიაგონალით 24,32,40 და 46 დიუმი ჩამონათვალის შესაბამისად. ყველა მათგანს აქვს Wi-Fi ადაპტერი, რომელიც კომპიუტერ ქსელთანაა მიერთებული, ოთხი HDMI ინტერფეისი და ოთხი USB- პორტი. პანელების გაფართოებაა 1920×1080 პიქსელი.

ტელევიზორზე უკვე დაყენებულია რიგი  Google TV-ის აპლიკაციები Pandora,NapsterTwitter სერვისებთან სამუშაოდ, ასევე ამერიკის ნაციონალურ კალათბურთის ასოციაციასთან (NBA) და ა.შ. ფუნქცია Dual View საშუალებას მოგვცემს ერთდროულად ვუყუროთ გადაცემას და ამავდროულად ვიყოთ ინტერნეტში.

ყველა პანელი იმართება დისტანციური მართვის პულტით, რომელსაც აქვს QWERTY კლავიატურა და ოპტიკური თაგვი. სიახლე გაყიდვაში შემოვა მიმდინარე თვეში და მათი ფასი იქნება 600 დან 1 400 დოლარამდე.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=jYJcVaPFxFQ

გამოყენებულია Sony-ის მასალები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.